აკაკის იუბილეს აღნიშვნა – 2011 წლის
ოქტომბერში ტიბაანის საჯარო სკოლის მე–6 კლასმა მოაწყო აკაკი წერეთლის საიუბილეო ლიტერატურულ–მუსიკალური
ალმანახის („სჯობს მონობასი გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკდარი“) პრეზენტაცია,
რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია
ჰყავდა.
ეს იყო ლამაზი და ამაღელვებელი ღონისძიება.
მონდომებამ შედეგი გამოიღო. ბავშვებთან ერთად
წარმოვაჩინე აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი ასპექტები და
ადგილები. მიზანს მივაღწიე: ეს მიზანი იყო მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება,
ძიების, შემოქედებითი უნარის განვითარება, მხატვრული კითხვის ჩვევის გამომუშავება.
წარმოდგენილია ალმანახის სინაარსი და ვიდეომასალა.
ალმანახის შინაარსი
1. ლექსი „განთიადი“ (აკაკის ხმა) ალმანახის წარდგენა (ბავშვი).
2. ტექსტი (თ. ელბაქიძე)
3. „იმერული ნანინა“ (ბავშვები)
4. „ქორობია“ (ბავშვები)
5. „სულიკო“ (სიმღერის ფონზე, ბავშვები).
6. ტექსტი (თ. ელბაქიძე)
7. პოეზიისა და პოეტის დანიშნულება
8. ლექსები: „პოეტი“, „ზღვაო“ „აღელდი
აღელდი“, „ჩანგური“, „რაც არ იწვის, არ ანათებს“.
9. სამშობლოს თემა აკაკის შემოქმედებაში
(მასწავლებელი)
10. ლექსები: „ნათელას სიმღერა“ (სიმღერის ფონზე), „ხატის წინ“, „სიზმარი“, „აღმართ–აღმართ“ (ბავშვები, გ. ქოჩლაძე).
11. ლექსი „ციცინათელა“ (სიმღერის ფონზე, ბავშვები).
12. პიროვნებისა და სამშობლოს თავისუფლება (მასწავლებელი).
13. ნაწყვეტი „ბაში–აჩუკიდან“ (ბავშვები)
14. სოფიოს სიტყვა ნ. ბარათაშვილის პოემიდან „ბედი ქართლისა“ (ბავშვები)
15. სტროფები „პატარა კახიდან“ (ბავშვები)
16. ტექსტი „გამრდელთან“ დაკავშირებით (ბავშვი)
17. გამზრდელი – I თავი (თ.
ელბაქიძე), IV თავი (ბავშვები)
18. სიმღერა „დაიგვიანეს“ („პატარა
კახიდან“– დისკი )
19. სტროფები „ბაგრატ დიდიდან“ (ბავშვები)
20. „თორნიკე ერისთავი“ – შესავალი (ბავშვი)
21. ტექსტი – პაექრობა ენის თაობაზე
(მასწავლებელი)
22. ლექსები: „ვაჟა–ფშაველას“, ვაჟას
„დაგვიანებული პასუხი აკაკის“ (ბავშვები)
23. ტექსტი: „აკაკი და რუსთაველი“
(ბავშვები)
24. ლექსი: „რუსთაველის სურათზე“
(ბავშვი)
25. იმედი: „ჭაღარა“,
„თქვენი ჭირიმე“, „ამირანის სიმღერა“,
„გაზაფხული“. (ბავშვები)
26. მიძღვნა: ვაჟა–“აკაკის საიუბილეოდ“ (გ. ქოჩლაძე), მუხრან მაჭავარიანი – „აკაკი“ (ბავშვი)
27. აკაკის სიტყვა: „ახლად მომავალნო“ (ბავშვი)
28. ლექსი: „დედაო, ღვთისაო!“ („თორნიკე
ერისთავიდან“) – თ. ქოჩლაძე.
29. ლექსი: „განთიადი“
(ბავშვი – სიმღერის ფონზე).
30. მაყურებელთა შეფასებები.
„როგორ წარვმართოთ პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევები“
სიღნაღის
მუნიციპალიტეტი
სოფ.
ტიბაანის საჯარო სკოლა
ქართული
ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი
ელენე ნაცვლიშვილი
2013
წელი, იანვარი.
მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში დიდ როლს ასრულებს პედაგოგიური კვლევები. სწორედ ეროვნული სასწავლო
გეგმის ფუნდამენტური პრინციპი: შედეგზე ორიენტირება და მასწავლებლისთვის საშუალების
მიცემა–თავად ეძიოს და აირჩიოს შედეგის მისაღწევად უკეთესი გზა–მასწავლებელს მკვლევარად აყალიბებს.
რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა?
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება
და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით.
განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს. ფუნდამენტურია კვლევა, რომელიც ემსახურება მეცნიერული
ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების
ახსნით, გამოყენებითი კვლევის ძირითადი მიზანი
კი თეორიების, მექანიზმების, ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენებაა.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. იგი წარმოადგენს პროფესიული სიტუაციების
სისტემურ კვლევას, ჩატარებულს მკვლევარ– მასწავლებელთა მიერ სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი
პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით.
მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის
დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა,
ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების, პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
მაშასადამე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების
დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცვლელად, საკუთარი
ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო
უნარ–ჩვევების განსავითარებლად.
კვლევის სწავლის საუკეთესო საშუალება თავად კვლევის პროცესია.
გამოყენებითი პედაგოგიკა ხასიათდება განუმეორებლობით, ამ სიტყვის
პირდაპირი მნიშვნელობით.
ყოველი კვლევის დროს ხდება სხვა მასალაზე, სხვა ინდივიდზე დაკვირვება
და ამდენად, შედეგიც განსხვავებულია, ამდენად, არასოდეს შედგება წმინდა „განმეორებითი
ექსპერიმენტი“.
პედაგოგიურიკვლევის
ფაზები:
ა. საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის
მიზნის ჩამოყალიბება.
ბ. კვლევის პროცესის დოკუმენტირება–კვლევის
დღიური წარმოება.
გ. არსებული ლიტერატურის შესწავლა
და ანალიზი.
დ. სხვა კოლეგებისთვის კვლევის კვლევის
გაცნობა.
ე. მონაცემთა შეგროვება.
ვ. მონაცემთა ანალიზი.
ზ.
მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი
პრაქტიკაში დანერგვა. მთავარია, რაღაცის გაუმჯობესება და კვლევის პროცესის ახალ
ფაზასი გადასვლა.
თ.
მოპოვებული ცოდნა – გამოცდილების პრეზენტაცია – ეს იქნება კვლევის ანგარიში მისი კატედრის
სხდომაზე ან სემინარზე განხილვით, კონფერენციაზე წარდგენით და სხვა.
კვლევის დროს მნიშვნელოვანია კვლევის დღიურის წარმოება უნდა
ითქვას, რომ ეს არის კვლევის პროცესის მეგზური.
დღიურში მკვლევარ–მასწავლებელს არნუსხული
აქვს კვლევის პროცესის ყველა ფაზა, დაკვირვების შედეგები, საკუთარი იდეები, გეგმები,
ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზის შედეგები.
მეთოდური ჩანიშვნები ახდენს მკვლევარის თვითდაკვირვების დოკუმენტირებას.
მონაცემთა შეგროვება კვლევის პროცესის ერთ–ერთი საკვანძო და
საპასუხისმგებლო ფაზაა. მის სწორად და კვალიფიციურად წარმართვაზე ბევრადაა დამოკიდებული
კვლევის საბოლოო შედეგები. აქ დიდ როლს კვლევის მეთოდის სწორად შერჩევა ასრულებს.
კვლევის პროცესში გამოყენებულ გზებს, რომელსაც ობიექტური დასკვნებისაკენ
მივყავართ, კვლევის მეთოდები ეწოდება.
მონაცემთა ანალიზი კვლევის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი,
მაგრამ ამასთანავე ყველაზე რთული პროცესია. თუ კვლევის სერიოზულ, ღრმა ანალიზზე ვსაუბრობთ,
მას მარტო მასწავლებელი ვერ გაართმევს თავს. ანალიზში ჩართულნი უნდა იყვნენ სულ მცირე სოციოლოგი და ფსიქოლოგი; მაგრამ საკუთარი
პედაგოგიური კვლევების ანალიზი მასწავლებელს
შეუძლია, დამოუკიდებლადაც წარმართოს.
კვლევის ანალიზის შედეგები მკვლევარ – მასწავლებელს შესაძლებლობას
აძლევს, გადავიდეს კვლევის პროცესის შემდგომ
ეტაპზე– რაც გულისხმობს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ახალი სტრატეგიების შემუშავებას
და დანერგვას არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
კვლევის პროცესის ბოლო ეტაპი კვლევის საბოლოო გაფორმება და პრეზენტაციაა.
მკვლევარი – მასწავლებელი საკმაოდ რთული ამოცანების წინაშე დგას–
კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, მონაცემების დამუშავება და ანალიზი შესაბამის ცოდნას,
გამოცდილებას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყველაფერ ამას კი წინ უსწრებს ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევანი: კვლევის რა მეთოდის
გამოყენებაა საჭირო დასმული პრობლემის გადასაჭრელად?
ეს მეთოდებია: ა) დაკვირვება
(იკითხება ამოცანები, გამოიყოფა დაკვირვების
ობიექტი; კეთდება დაკვირვების სქემები; შედეგები
აუცილებლად ფიქსირდება; მიღებული შედეგები მუშავდება).
ბ) დიალოგები , სწორედ საუბრებში, დიალოგებში, დისკუსიებში
ვლინდება ადამიანთა დამოკიდებულებები.
გ) ინტერვიურება,
ინტერვიუსთვის მკვლევარმა – მასწავლებელმა წინასწარ უნდა ჩამოაყალიბოს კითხვები,
ინტერვიუს სჭირდება მომზადება, რესპოდენტის სიმპათიის მოპოვება,
გარკვეული კითხვების დასმა, მოთმინება მოსმენისას, საკუთარი პოზიციის გამოხატვის
დაუშვებლობა.
დ) ფოკუს–ჯგუფი.
ჯგუფური ინტერვიუს სახეობაა. (8–10 მონაწილე) ამ დროს სამდენიმე რესპოდენტს
ვესაუბრებით, ხელი უნდა შევუწყოთ აზრთა გაცვლას. ამ დროს შეიძლება ყველაზე გულახდილი,
გამბედავი მოსაუბრე აღმოვაჩინოთ. ჯგუფის წამყვანმა
უნდა გააქტიუროს სხვა წევრები, შექმნას ღია ატმოსფერო.
ე) შემთხვევის ანალიზი (შესწავლა). მისი მიზანია ცალკეული ფენომენის შესწავლა
რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში სხვადასხვა წყაროების გამოყენებით.
ვ) კოლექტიურ მოვლენათა შესწავლა . ეს შეიძლება იყოს
როგორც ზეოირი ინტერვიუ, ასევე წერილობითი გამოკითხვა, ანუ ანკეტირება. დასმულია კითხვები
თავისი შემადგენელი ელემენტებით და იწერება ძალიან მოკლე პასუხები.
ანკეტირების ვარგისიანობა დამოკიდებულია კითხვების ხარისხზე.
კვლევის ანგარიში ოთხ ძირითად სექციაში ერთიანდება. ესენია:
შესავალი, მეთოდები, შედეგები, დასკვნები.
მთავარ ყურადღებას კვლავ კვლევის მეთოდზე გადავიტან
ა) უნდა შევარჩიოთ სამიზნე ჯგუფი
ან ადამიანი, უნდა მოხდეს მათი კვლევაში ჩართვა.
ბ) მონაცემების შეგროვების აღწერა,
რომლის მიზანია, შეფასდეს, თუ რამდენად სანდოა მოპოვებული მონაცემები.
გ) კვლევის პროცესში არსებული პრობლემებისა
და მათი გადალახვის გზების ძიება.
დ) საკვლევი გარემოს აღწერა.
დასკვნაში მკვლევარი გაიმეორებს და შეაჯამებს ძირითად დასკვნებს,
ამასთან, მიღებულ შედეგებს უკვე არსებული კვლევების ფონზე გააშუქებს.
მასწავლებელმა კვლევა ბევრ საინტერესო მოვლენასა და პიროვნებაზე
უნდა ჩაატაროს, მაგალითად:
1)
რამდენად აქვს მოსწავლეს
განვიტარებული დამოუკიდებლად მუშაობის უნარი (დაგეგმვა სწავლის პროცესის, დროის გადანაწილება
და სხვა). გამომადგება ინტერვიუები მშობლებთან, ბავშვებთან.
2)
რატომ ხდება, რომ ბავშვები
მიმდინარე შეფასებას ვერ ღებულობენ ისეთ ქულას,
როგორსაც შემაჯამებელში. აქ შეიძლება გამოიკვეთოს ის, რომ შედგენილი ტესტები არ იყო
ვალიდური.
3)
კლასში მოსწავლეების
სწავლის სტილის დადგენა. ეს დაგვეხმარება, რომ ჩვენი სწავლების სტილი მოვარგოთ მოსწავლეების
სწავლის სტილს. შეიძლება გამოვიყენოთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.
4)
სწავლის მოტივაციის ამაღლებისთვის
– არა ზარმაცთან კარგის ქება (რომ არ გაუჩნდეს მის მიმართ აგრესია), არამედ ზარმაცში
იმ შესაძლებლობების დანახვა, მათი რეალიზება, იმედის გამოთქმა, ქება თვით ელემენტარულ
წარმატებაზეც კი.
5)
როდის უფრო ხდება ბავშვების
განვითარება. კვლევის შედეგმა უნდა მიგვიყანოს დასკვნამდე, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც
სხვადასხვა შესაძლებლობების ბავშვები ერთად სწავლობენ.
6)
წაკითხულის გაგებისა
და გააზრების უნარის განსაზღვრა. ეს შედარებით მარტივი ქართულის მასწავლებლებისთვისაა.
მინდა მოგახსენოთ, რომ
მე, როგორც პროფესიულ სქემაში ჩართული მასწავლებელი, ვიწყებ კვლევას ერთ–ერთ მოსწავლეზე.
ჩემი დაინტერესება ამ ბავშვით გამოიწვია მისმა ქცევის პრობლემებმა. ის არის ფიზიკურად
და გონებრივად განვითარებული ბავშვი, ნიჭიერი, გულთბილი, მეგობრული, მე მისი ბევრი
კარგი თვისების შესახებ გავიგე და მინდა, დავაკვირდე, რა იწვევს იმას, რომ ეს ბავშვი,
ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ვერ ისვენებს გაკვეთილზე, არ ისმენს, არც სხვას ასმენინებს,
ხშირად ვერ იგებს, რა აქვს დასაწერი საშიანაო დავალებად.
ჩემი კვლევის მიზანია, დავადგინო, ამ ბავშვის
ქცევის მიზეზი, იქნებ გენეტიკამდეც მივიდე, აქ ერთმა მასწავლებელმა თქვა – მამაც მასეთი ჰყავდაო, მინდა, დავეხმარო, მოვუხსნა ქცევის
პრობლემა, რომ გარდატეხის ასაკში შესვლისას ეს ქცევა ჩვევად არ ექცეს, არც კლასელებზე
მოახდინოს უარყოფითი გავლენა და ასეთი ნიჭიერი და კეთილი ბავშვი მართლაც კარგ ადამიანად
ჩამოყალიბდეს.
ყველა საშუალებას ვიხმარ, რომ კვლევამ სწორ კვალზე დამაყენოს
და მე ჩემი მისია შევასრულო.
Комментариев нет:
Отправить комментарий