კოლეგებთან თანამშრომლობა
მასწავლებლის
პროფესიული კომპეტენცია იმით განისაზღვრება,რამდენად შეესაბამება მისი ცოდნა ,უნარ-ჩვევები
და განწყობა-დამოკიდებულებები მასწავლებლის
პროფესიულ სტანდარტს,ხოლო ქმედება -პროფესიული ეთიკის კოდექსს. ამის მიხედვით ფასდება,წარმატებულია
თუ წარუმატებელი პედაგოგის საქმიანობა.ერთ-ერთი არსებითი ასპექტი ,რომელსაც მასწავლებლის
პროფესიულ სტანდარტსა თუ პროფესიული ეთიკის კოდექსში მნიშვნელოვანი უკავია, კოლეგიალობაა.
მასწავლებელს,თუ ის გულწრფელია და აქვს თვითშეფასების უნარი,თავის პროფესიულ კომპეტენციაზე
მართებულ წარმოდგენას ისიც უნდა უქმნიდეს,რამდენად შეუძლია კოლეგებთან ურთიერთობა’“.|
კედლის გაზეთი-საგანმანათლებლო რესურსები.სოფიკო ლობჟანიძე.-კოლეგებთან თანამშრომლობა.-წარმატების
ერთ-ერთი წინაპირობა. 08. ივნისი.2012. ავტორი ავთანდილ შურღაია.]
პედაგოგთა
კოლეგიალობა აუცილებელი წინაპირობაა პროფესიული განვიტარებისა და სწავლება-სწავლის
ხარისხის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი
სკოლის მასწავლებლები ყველანაირად ვცდილობთ,ერთობლივი ქმედებით ,კრიტიკითა და თვითკრიტიკით
,წარუმატებლობის გამო პასუხისმგებლობის გადანაწილებით,კონფლიქტების პრევენსიით სკოლაში
შევქმნათ პოზიტიური გარემო.ვიწონებთ დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე
ეფექტურ სტრატეგიას-კრიტიკული მეგობრების ინსტიტუტის-დანერგვას.
მე-5---მე-12 კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას
4 მასწავლებელი ვასწავლით.4-ვე სერთიფიცირებულია.მე,ელენე ნაცვლიშვილი და მარინე ათანელიშვილი
ჩართული ვართ პროფესიული განვითარების სქემაში.(2011 წლის სექტემბრიდან).
გაცნობიერებული
გვაქვს მიზნები და ამოცანები,ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობა გვააქტიურებს.
ჩვენი
მუშაობის პრიორიტეტია ურთიერთდაკვირვება .ვმუშაობთ დაკვირვების 5-ვე მეთოდით.თითოეულუ
3 ეტაპად იყოფა:ესენია: დაკვირვებისწინა შეხვედრა
,გაკვეთილზე დასწრება და გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა. ბოლო ეტაპი ცხადად წარმოაჩენს
ჩვენს ჯანსაღ,კონსტრუქციულ კრიტიკას არა ქილიკს,ბრალდებას.
ვიყენებთ
: 1.აღწერით დაკვირვებას,
2.ფოკუსრებულ
დაკვირვებას,
3.გუნდურ
მუშაობას,
4.ჩართულ
დაკვირვებას(დამკვირვებელი მოსწავლის როლში).
5.თვითდაკვირვებას.
მუშაობის
შეფასებისას ვიყენებთ თვითდაკვირვების სქემებს,ვაანალიზებთ,ემთხვევა თუ არა ჩვენი შეფასებები
ერთმანეთს.
Комментариев нет:
Отправить комментарий