ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები

ანგარიში – 2011–2013 წლებში ჩემ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.
            2011 წელს ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდები და ჩავერთე პროფესიული განვითარების სქემაში.  სამოქმედო პროგრამა დარეგისტრირების დროს გადავუგზავნე პროფესიული განვითარების ცენტრს.
            დღეისთვის შეტანილი მაქვს გარკვეული ცვლილებები  შვიდ წელზე გათვლილ გეგმაში.
            დავესწარი ორ ტრენინგს პროფესიული განვითარების კუთხით, რაც დიდად დამეხმარა მუშაობაში. პორტფოლიოში წარმოდგენილი მაქვს ჩემი მუშაობის ამსახველი მასალა. მაქვს ხარვეზებიც. მუდმივ და მნიშვნელოვან დახმარებას მიწევს კოორდინატორი, მაქვს მასთან ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობა. ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ შევძელი დაგეგმილი ორი ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება 2013–2014 სასწ. წლის მეორე ნახევარში (IXკლასი – „ბედი ქართლისა“ . ნ. ბარათაშვილის). ისტორიასთან ერთად, (XI კლასი – „ბახტრიონი“ ვაჟა ფშაველას), ისტორიასთან ერთად.   ჩემმა მოსწავლეებმა ვერ გადალახეს მეორე საფეხური მოსწავლეთა ოლიმპიადაზე.

 ჩემი მიზანია უფრო მეტი პრაქტიკული მუშაობით ავამაღლო ჩემი პროფესიული მომზადების ხარისხი, მივიღო დამსახურებული შეფასება და დავეხმარო კოლეგებს პროფესიულ ზრდაში. 

Комментариев нет:

Отправить комментарий