პროექტები

პროექტი

ნასახელარი ზმნები შოთა რუსთაველის

ვეფხისტყაოსანში

ტიბაანის ხვიჩა ბიძინაშვილის  სახელობის
საჯარო სკოლის VII-IX კლასები
ქართული ენისა და ლიტერატურის მაწავლებელი
ელენე ნაცვლიშვილი

                                                     მარტი–აპრილი
                                                                                                                      2012 წელი (ვიდეო)

მთავარი პრობლემა
IX  კლასის მოსწავლეებში, რომლებიც სწავლობენ შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანს“, გაჩნდა სურვილი პოეტის ენაზე დაკვირვებისა. მათ მიზნად დაისახეს, ეპოვათ და კლასიფიკაცია მოეხდინათ წარმოქმნილი (ნასახელარი) ზმნებისა. საგნის მასწავლებლის, ელენე ნაცვლიშვილის საშუალებით ისინი დაუკავშირდნენ VII  კლასის მოსწავლეებს და ერთობლივად გადაწყვირეს პრობლემის გადაჭრა. IX  კლასელთა ფუნქცია ტექსტის სწავლის დროს სათანადო ფორმების აღნიშვნა გახდებოდა, VII  კლასელები ამოიწერდნენ ამ ფორმებს, ხოლო საგნის მასწავლებელი შეუდგენდათ მათ სქემას კლასიფიკაციისთვის.
როგორც მოგეხსენებათ, ქართული ენა მდიდარია და მრაფალფეროვანია, იგი საუკუნეების განმავლობაში მდიდრდებოდა, იხვეწებოდა.
            ჩვენი საამაყო პოეტები, მწერლები ენის სალაროს საკუთარი მარგალიტებით ავსებდნენ და ალამაზებდნენ.
            ენის ლექსიკური ფონდის გამდიდრების ერთი მეტად საინტერესო გზა აირჩია თამარის ეპოქის და არა მარტო თამარის ეპოქის, სიამაყემ, ბრძენმა პოეტმა შოთა რუსთაველმა.
            თავის უკვდავ „ვეფხისტყაოსანში“,  რომელშიც  მან მხატვრული ენის, პოეტური მეტყველების ყველა ნორმა დაიცვა, ამ და ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად სახელებისგან ახალ–ახალი ზმნები აწარმოა და ნამდვილი ზეიმი გვიჩვენა ქართული სიტყვისა.
            ტყუილად კი არ ინატრა რომანტიკოსმა პოეტმა გრიგოლ ორბელიანმა,  „რომ კვლავ მოგვესმას სიტყვა ქართული რუსთაველისაო“.
            ჩვენ წელს შევისწავლეთ მე–12 საუკუნის ეს უკვდავი ძეგლი და ელენე მასწავლებლის დახმარებით შევძელით პოემიდან ამოგვეწერა დაახლოებით 350 ფორმა ნასახელარი ზმნებისა. რა თქმა უნდა ეს ვერ იქნება სრულყოფილი სახე, მაგრმა მჯერა, ჩვენ და ჩვენმა მასწავლებელმა მიზანს მივაღწიეთ: ჩვენ შოთას სიტყვის მადლს ვეზიარეთ, ბევრი რამ ვისწავლეთ, განვავითარეთ ძიების, კვლევის უნარი.
            ჩვენ პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ პოეტი ზმნების მისაღებად ძირითადად იყენებდა არსებით, ზედსართავ და რიცხვით სახელებს, კომპოზიტებს, თვით სტროფებიც კი ამოვიწერეთ, რომელშიც ყველა ზმნა ნასახელარია.
            ბევრი სახელი მრავალჯერ შეგვხვდა ნასახელარი ზმნის ფუძედ. დავაჯგუფეთ და ისე წარმოვადგინეთ.
            ჩვენი მიზანი ამ სამუშაოს შესრულება იყო ამ ეტაპზე, შემდგომ საქმიანობა შოთას პოეტური ენის სხვა ასპექტებს მოიცავს და ასე გავიზრდებით, ჩამოვყალიბდებით ქართველი ხალხის საამაყო პოეტის შემოქმედების შემფასებელ–დამფასებლად.

პროექტში მონაწილეები:
IX კლასიდან: 1. თინათინ გურაშვილი
2. დავით კუპრაშვილი
3. გიორგი ათანელიშვილი
4. ლაშა იაკობიშვილი
5. გიორგი გურაშვილი
6. თამთა გურაშვილი
7. ეკა ბეჟანიშვილი
8. ანი სომხიშვილი
9. ნინო ალავერდაშვილი
10. სოსო მენთეშაშვილი
11. გიორგი ონანაშვილი
12. ლიკა ხატიაშვილი
13. თეონა ჯავახიშვილი
14. გიორგი ნასყიდაშვილი

VII კლასიდან: 1. ხატია პაპალაშვილი
2. ჯემალ გურაშვილი
3. თინიკო კონცელიძე
4. თამარ გურაშვილი
5. ნატო ათანელიშვილი
6. ეთერ ხატიაშვილი
მონიტორინგის ცხრილი
პროექტის მონიტორინგი


პროექტის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.      გაკვეთილების ჩატარება
კონსულტაციები მუშაობისთვის
2.13.20.27. – მარტი
17.25.– აპრილი
2.      კვლევის მონაცემთა ანალიზი და შედეგების განხილვა
ტექსტის შესწავლის დროს სათანადო ფორმების ამოწერა
მარტი– აპრილი
3.      კვლევის შედეგების გამოყენება
კვლევის შედეგების პრეზენტაციები
23 მარტი 2013 წელი
27 აპრილი, 2012 წელი




მიზანი
ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარებას და ქართული პოეზიის ნიმუშებისადმი ინტერესის გაზრდას.

ამოცანები
1.      ტექსტის შესწავლის დროს ნასახელარზმნებიანი წინადადებების მონიშვნა.
2.      მასწავლებლისაგან კონსულტაციების მიღება – რომელი მეტყველების ნაწილისგან (სახელის ან სახელზმნისგან) არის ნაწარმოები ესა თუ ის წარმოქმნილი ზმნა.
3.      მონიშნული წინადადებების ამოწერა და მასწავლებლის მიერ შედგენილ კლასიფიკაციის სქემაში განლაგება.
4.      მოსწავლეთა მოტივაციის მიზნით თანატოლებისთვის კვლევის შედეგების გაცნობა.

პროექტის მონიტორინგი
მონიტორინგის ინდიკატორები (ანუ მაჩვენებლები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პროექტი მიმდინარეობს)
1.      კვირაში ერთხელ შემოწმება ამოწერილი მასალის
2.      გამოკითხვა, როგორ გაიგეს მითითებები
3.      გამორკვევა, ვის რაში სჭირდება დახმარება.
4.      კვლევის შედეგებზე დაკვირვება



მოსალოდნელი შდეგები
            მოსწავლეებმა უნდა შეძლონ  ნასახელარი და პირველადი ზმნების ერთამანეთისაგან გარჩევა, კარგად შეძლონ ნიმუშების კლასიფიკაცია, ერთმანეთთან შეპირისპირებული ფორმების მონახვა. დაკვირვების ფურცლების წარმოება.

რესურსები  (ბიუჯეტი)
            სამუშაო ფურცლები, კალმები, ცარცი დაფაზე მუშაობისთვის.

პროექტის შეფასება                                                                 ფორმა – კომენტარი

1.      პროექტი აქტუალურია. ბავშვები მონდომებით მუშაობენ, ეხმარებიან ერთმანეთს, ეკითხებიან, რასაც ვერ იგებენ. 9 მარტი  2012  წელი.
2.      გაკვეთილზე, კომენტირებული კითხვისას, ეძებენ ნიმუშებს. ცდილობენ, დამოუკიდებლად იმუშაონ. 22 მარტი   2012 წელი.
3.      პოემაში მონიშნული აქვთ ნასახელარი ზმნები. ძირითადად არსებითის, ზედსართავისა და რიცხვითი სახელებისგან ნაწარმოები. 11 აპრილი   2012 წელი.
4.      მიმდინარეობს წიგნიდან ამოწერა.  17 აპრილი   2012 წელი.
5.      ვახდენთ  კლასიფიკაციას მეტყველების ნაწილების  მიხედვით, შემდეგ  შიგ  თითოეული  მეტყველების ნაწილის  ფარგლებში. 23 აპრილი   2012 წელი.
6.      პროექტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.  29 აპრილი.  ე. ნაცვლიშვილი.
პროექტის შეფასება – ფორმა – ცხრილი

ამოცანები
მოსალოდნელი შედეგები
შეფასების ფორმა
თარიღი
1.   ნასახელარზმნებია
წინადადებების და სტროფების მონიშვნა



2.               მასწავლებლის კონსულტაციების გათვალისწინება



3.               წინადადებების ამოწერა და სქემაში განლაგება



4.                  პერიოდულად კვლევის შედეგების გაცნობა თანატოლებისთვის




თვითშეფასება
          პროექტის  „ნასახელარი ზმნები“ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“  პრობლემა აქტუალური იყო და ეს ცხადად იყო დასაბუთებული. მიზანი–კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადი. ამოცანები შეესაბამებოდა პროექტის მიზანს, განხორციელების გზები სწორად იყო შერჩეული. შედეგი–რეალური, რესურსები სათანადოდ იყო გამოყენებული. პროექტი ლოგიკურად იყო აგებული.
            ჩემს მუშაობას ვაფასებ დადებითად, თუმცა, საჭიროა დახვეწა და კრიტიკული შეფასების უნარის გაზრდა.














პროექტი



დავითობა
პრეზენტაცია

ტიბაანის ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის
საჯარო სკოლის X კლასის
ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი  ელენე  ნაცვლიშვილი
                                                                                    (2012 წ. ოქტომბერი)
I  პროექტის აქტუალობა და მოკლე აღწერა
აქტუალურია იმდენად, რომ ყოველმა ქართველმა უნდა იცოდეს, რამდენი საამაყო დავითი გვყავდა როგორც სამეფო ხელისუფლებაში, ისე დაბალ სოციალურ ფენებში, საერო თუ სასულიერო წრეებში. უნდა წაიკითხონ გა გაიაზრონ მათი გმირობის ამსახველი ნაწარმოებები. მათი ცხოვრება აიღონ პირად მაგალითად და იმოქმედონ ღირსეულად. პრობლემა ისაა, რომ მომავალი თაობა სათანადოდ ვერ იცნობს ღირსეულ წინაპრებს.
II პროექტის მიზანი
            მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ მასალები ყველა სახელოვან დავითზე, კონკრეტულად: დავით აღმაშენებელზე, ბიბლიურ დავითზე, დავით კურაპალატზე, დავით გარეჯელზე, დავით სოსლანზე, დავით გურამიშვილზე, დიდმოწამეებზე – დავითსა და კონსტანტინეზე, ამოიწერონ დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები, ქართული მწერლობის ნიმუშები. 
        ა) მოსწავლეები შეძლებენ საინტერესო და მნიშვნელოვანი მასალების გაცნობას, წარდგენას.
       ბ) გამოუმუშავდებათ ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურა.
       გ) გაუმდიდრდებათ ცოდნა, ჩამოუყალიბდებათ წინაპართა ღვაწლის დაფასების უნარი.
III  პროექტის ამოცანები: მასალების მოძიება ინტერნეტში, ენციკლოპედიებში, ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებში. წინასწარი წაკითხვა, შედარება, შეჯერება, შესწორება, დალაგება და მომზადება. პრეზენტაციისთვის.
დრო: 2 კვირა. პასუხისმგებელი:   ე.  ნაცვლიშვილი

IV.  პროექტის მონაწილეები:
1.                      გურაშვილი გიორგი
2.                      გურაშვილი მარიამ
3.                      მჭედლიშვილი სალომე
4.                      ხატიაშვილი ნონა
5.                      ხატიაშვილი მანანა
6.                      ხატიაშვილი გიორგი
7.                      ონანაშვილი ელენე
8.                      ბეჟანიშვილი ამირან                          X  კლასის მოსწავლეები
9.                      ოზაშვილი მერაბ
10. ყაჯრიშვილი თენგიზ
11. ათანელიშვილი ბექა
12. ტარიელაძე მანანა
13. ხატიაშვილი ირინა
14. ბუწაშვილი თამარ
15. ხატიაშვილი გიგა
V  რესურსები:
ინტერნეტი, ენციკლოპედიები, ისტორიის სახელმძღვანელოები, ლევან სანიკიძის „დედა ისტორია“, ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშები, დავით წინასწარმეტყველის  „ფსალმუნები“.
VI  შედეგი:
გაეცნობიან თითქმის ყველა სახელოვან დავითს, გაიაზრებენ მათ ღვაწლს შთამომავლობისთვის, შეძლებენ აზრის მკაფიოდ გამოხატვას.
VII ინდიკატორები:
ა) მოეწყობა მოძიებული მასალის წინასწარი კითხვა
ბ) უკვე მომზადებული მასალის წყაროებთან შედარება.
გ) გამართული, ზუსტი მასალების წარმოჩენა.
„ფეხი დამადგით ... „  (ანა  კალანდაძე)
„ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან
წყალობა ჰყავით ...
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით,
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით ...
–ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები.
ღირსმსახურებდი ქართულ მიწა–წყალს,
რაი გადარდებს.
გასწიე იგი ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“.
თუ ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ჰქნან ცოდვილთ ...
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
        გულზე დამადგით. ფეხი დამადგით
ულზე ყოველთა“.

იაკობ გოგებაშვილი. „დავით აღმაშენებელი“ /ნაწყვეტი/
            „დავითი სამაგალითოდ აღიზარდა და, როცა თექვსმეტი წლის შესრულდა, ყველას  აოცებდა თავისი დევისებური ტანოვანობით, დიდი ჭკუით და საარაკო მხნეობით, ამის გამო ხალხმა მოითხოვა დავითის დაუდევარი მამისგან, რომ სამეფო ტახტი თავისი ვაჟისათვის დაეთმო. ისიც ხალხის ნებას დაჰყვა, აკურთხებინა მეფედ თექვსმეტი წლის დავითი და თვითონ მონასტერში  წავიდა  ბერად“.
            „დავითმა ოსმალებისგან გაათავისუფლა საქართველო, ქვეყანა იმითაც გააძლიერა, რომ განათლებას ფართო გზა გაუხსნა, მან დაარსა მრავალი სასწავლებელი: დაბალი, საშუალო და მაღალი. ხალხი აძლევდა თავის შვილებსა ამ სკოლებში და ეწაფებოდა განათლებასა. ესეც არ იკმარა. ყოველ წლივ უნიჭიერეს კურსდამთავრებულებს (ყმაწვილებს) გზავნიდა სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი სწავლის მიღებისათვის საბერძნეთში, რომელიც მაშინ განათლებით ყველაზე დაწინაურებული იყო, თვითონ დავით მეფე უჩვენებდა ხალხს ჩინებულს მაგალითს სწავლის სიყვარულისას, ჰქონდა მდიდარი  ბიბლიოთეკა წიგნებისა და კითხულობდა ყოველთვის, როცა კი სამეფო საქმეებისაგან მოცლილი იყო. ასე გასინჯეთ, ლაშქრობისა და ნადირობის დროსაც კი თან დაჰქონდა წიგნები“.
            „ყველას ხიბლავდა თავისი კაცთმოყვარეობით; შესისხლორცებული ჰქონდა სახარების სწავლა, გამსჭვალული იყო მოყვასის გულწრფელი და მხურვალე სიყვარულით, მუდამ ხალხის კეთილმდგომარეობაზე ზრუნავდა და თავისი თავი დავიწყებული ჰქონდა. ამასთან მეტად უყვარდა ღვთისმსახურება. ამის გამო დავითი ქართველმა ხალხმა და ეკლესიამ წმინდათა თანა შერაცხეს“.
            „დავითი დამარხული იქნა დიდებულ გელათის მონასტერში, რომელიც მანვე აღაშენა ქალაქ ქუთაისის ახლო“.
დავით გარეჯი
            ღირსი დავით გარეჯელი წარმოშობით ასურეთიდან იყო. იგი ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაემოწაფა იოვანე ზედაზნელს და წამოჰყვა საქართველოში. როგორც ცნობილია, საქართველოში ჩამოსული ასურელი მამები სხვადასხვა ადგილას დაემკვიდრნენ სამოღვაწეოდ და მოწაფეებიც გაიჩინეს. წმინდა დავითი ტფილისის მახლობლად მდებარე მთაზე დასახლდა. მისი ერთ–ერთი საყვარელი მოწაფე იყო ლუკიანე.
            შეშფოთებულმა ცეცხლთაყვანისმცემელმა ქურუმებმა, რომელთაც იმ დროს ტფილისი ეპყრათ, სცადეს დავითის ქადაგებების შეწყვეტა. ამისათვის მათ გამოიყენეს ფეხმძიმე მეძავი ქალი. ეს უკანასკნელი დავითს მრუშობაში დასწამებს ცილს.
            დავითმა ქალის მუცელს კვერთხი შეახო და ჩვილს უბრძანა, ეთქვა, ვინ იყო მისი მამა. მუცლიდან ჩვილმა ამხილა დედამისის და ქურუმების სიცრუე. აღშფოთებულმა ხალხმა ქალი ქვით ჩაქოლა. დავითმა ვერ შეძლო ბრბოს შეჩერება.
            ამის შემდეგ დავითმა ლუკიანესთან ერთად ტფილისი დატოვა და ყარაიას ველზე მდებარე გარეჯის უდაბნოს მიაშურა. ისინი მთელ დღეებს ლოცვასა და მარხვაში ატარებდნენ, იკვებებოდნენ ბალახით;
            როცა ზაფხულში ბალახი გახმა, უფალმა ირმები გამოუგზავნა წმინდა მოწამეებს, ლუკიანემ ირმები მოწველა და ჯამი მამა დავითს მიართვა. დავითმა ჯვარი გადასახა რძეს და ყველად აქცია.
            დავითი და ლუკიანე ოთხშაბათს  და პარასკევს საზდოს საერთოდ არ იღებდნენ, ირმებიც არ მოდიოდნენ.
            შორიახლო, გამოქვაბულში, საზარელი მხეცი ბინადრობდა. დავითის ლოცვით მხეცი იქაურობას გაეცალა.
            ერთხელ ირმებს კახელი მონადირეები გამოუდგნენ და იხილეს, როგორ წველიდა ლუკიანე მშვიდად მდგარ ირმებს. შინ დაბრუნებულებმა ეს ამბავი ხალხში გაავრცელეს. მალე გარეჯის უდაბნო მომლოცველებით აივსო.
            ღირს დავით გარეჯელს უფალმა აუწყა , რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. იგი ეზიარა და ხელაპყრობილმა სული ღმერთს შეავედრა.
            მისი აღსრულების შემდეგ მისმა მოწაფე ლუკიანემ ერთგულად გააგრძელა ღმრთისადმი აღთქმული მონაზვნური ღვაწლი და მშვიდობით აღესრულა.




ბასიანის ბრძოლა. დავით სოსლანი–თამარ მეფის ქმარი
„წყნარად და უკადრად მდგომარე იყო სულთანი, და ეახლა დავითი და ქართველნი....“
„ესრეთ ძლევა – შემოსილნი, მადიდებელნი ღმრთისანი, შემოიქცეს და დადგეს კარავთან შინა მათთან...“
„განკვირვებულ ვარ, თუ ვითარითა წყალობითა მოხედა სამკვიდრებელსა თვისსა ღმერთმან და ვარძიისა  ღვთისმშობელმან ვითარ დაიცვა ერი ქართველთა .... „
და სახელოვანმა დავით მიმართა მზესა მისსა მიმართ“.
შოთა რუსთაველი.  „ვეფხისტყაოსანი“
               (პროლოგი, ეპილოგი)
„ვის შვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ–შიმშერისა, – მეფისა მზის თამარისა, ღვაწლ–ბადახშ, თმა–გიშერისა, – მას, არა ვიცი, შევკადრო შესხმა ხოტბისა შერისა?  მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს, მართ მიშერისა“.
„ქართველთა ღმრთისა დავითის ვის–მზე–მსახურებს სარებლად,
ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად,
ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,
ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.“

„დავითის ქნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე – სიხაფეთანი?“
ესე  ამბავი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,
პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი,
ვპოვე და ლექსად გარდავქმენ, ამითა ვილაყფეთანი.“



ფსალმუნი 41
(დავით წინასწარმეტყველისა და მეფისა გალობა)

ვითარცა სურინ ირემსა წყაროთა მიმართ  წყალთასა, ეგრეთ სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!
            სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვუჩუენო პირსა ღმრთისასა?
            იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემად დღე და ღამე, რამეთუ მეტყველ დღე მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?
            ხოლო მე ესე მოვიხსენე და ნუგეშინის ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკვრველისა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ხმითა სიხარულისაითა და აღსარებისაითა ხმითა მედღესასწაულეთაითა.
            რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე ავუარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.

როგორც  ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მიილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო!
ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახელს ღმერთისას?

ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ ყოველდღიურად: სად არის ღმერთი შენი?

ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.

რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი?  მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.
 



















                       


„ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისა“  უცნობი ავტორი

            „შემოვიდა ერთხელ ქარავანი დიდი განძით და თან შემოჰყვა უამრავი  თურქი.  ეს ამბავი შეიტყო თუ არა, მეფემ სამასიოდე მხედარი იახლა და ავჭალის ხევში ჩაასაფრა, თვითონ კი უსაჭურვლოდ, ხმლის ამარა წავიდა და თან წაიტანა საღვთისმეტყველო წიგნი.
            მეფე კითხვაში გაერთო. ბრძოლის ყიჟინა რომ შემოესმა, მხოლოდ მაშინ  გამოერკვა. წიგნი იქვე დატოვა, ამხედრებული მიჰყვა იმ ხმას და გასაჭირში თანამებრძოლებს თავს წაადგა.
            „მსწრაფლ შთაშრიალდა, ვითარცა არწივი და დააბნივნა ვითარცა კაკაბნი და ფრიადისა ცემისაგან ხმალმანცა დაღვლარჭილმან უარყო ქარქაში თვისი“.
დიდმოწამენი: არაგვეთის მთავარნი
დავითი და კონსტანტინე  (+740)  2 (15)  ოქტომბერი
            არგვეთის მთავარნი დავით და კონსტანტინე ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი არგვეთის მხარეს განაგებდნენ და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდნენ მთელს სამთავროში.
            დავითი იყო „ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, მშვენიერ გუამითა და ხშირ წვერითა“.
            740 წელს მურვან–ყრუმ ააოხრა ქართლი და იმერეთის დასაპყრობად გაემართა. ქართველებმა დავითისა და კონსტანტინეს მეთაურობით დაამარცხეს მტერი. გაბრაზებულმა მურვან–ყრუმ ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა, კვლავ გაემართა იმერეთისკენ. არაბებმა ააოხრეს ყველაფერი და ტყვედ ჩაიგდეს არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე. მურვან–ყრუმ მათი წამება ბრძანა. ჯალათებმა ძმებს სასტიკი წამება დაუწყეს, თან აიძულებდნენ უარი ეთქვათ სარწმუნოებაზე, და მიეღოთ მაჰმადის სჯული. ძმები მოთმინებით ჰმადლობდნენ უფალს და ურყევად იდგნენ სარწმუნოებაზე. მურვან – ყრუ სპასალარის წოდებას დაჰპირდა. დავითმა პირჯვარი გადაისახა და უპასუხა: „ნუ იყოფინ ესე ჩუენდა, რაითა დაუტეოთ ნათელი და შეუდგეთ ბნელსა, ღმერთმან ჩუენმან განგვანათლა, რაჟამს ძე თვისი მოავლინა ქვეყნად და კაც იქმნა ჩვენთვის, ყოველი განგებულება თავს იდვა; ჯვარცმა, დაფლვა, აღდგომა, ამაღლება; კვლავ მოვალს განსჯად ცხოველთა და მკუდართა. მაცხოვარმა წარავლინა მოწაფენი თვისნი ყოველსა ქვეყანასა საქადაგებლად, ჩვენთან მისმა ორმა მოწაფემ იქადაგა და მოგვაქცია  კერპთა მსახურებისაგან. ჩვენ, მის მიერ განსწავლულნი და განათლებულნი, არა ვმონებთ სხვასა სჯულსა, არამედ მზად ვართ ქრისტესთვის გვემასა, ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მარხვისა და სიკვდილსა“.
            გამძვინვარებულმა მურვანმა ბრძანა, შიმშილითა და წყურვილითა მოეუძლურებინათ ძმები.
            ათი დღის „მრაფალფერი ტანჯვის“ შემდეგ მურვან–ყრუ მიხვდა, რომ ძმები რჯულს არ შეიცვლიდნენ, მათი წამებით სიკვდილი ბრძანა.
            სიკვდილის წინ დავითმა და კონსტანტინემ უკანასკნელად აღავლინეს ლოცვა. ისინი მდინარის პირას გაიყვანეს, სასტიკად გვემეს, ხელ–ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს.
            ქრისტიანებმა დავითის და კონსტანტინეს ცხედრები ნაპირზე გადმოასვენეს და წყალწითელას ნაპირზე მდებარე ეკლესიაში დაკრძალეს. ბაგრატ მეფის ბრძანებით აქ აშენდა მონასტერი, რომელსაც დავითის და კონსტანტინეს ღვაწლის პატივსაცემად, მოწამეთა ეწოდა.









ფსალმუნი 103
(დავით წინასწარმეტყველისა და მეფისა გალობა)

... რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით ...
            იყო დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს  უფალი თავისი ნამოქმედარით.
            დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
            ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
            ეამის მას ჩემი გალობა. მე გავიხარებ უფალში.
            გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი?


ვითარ  განდიდდეს საქმენი შენნი, უფალო! და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი  დაბადებულითა შენითა ...
იყავნ დიდებაი უფლისაო უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა.
რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ; რომელი შეახებს მთათა, და კუმოდიან.
ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა ვიდრემდის ვიყო მე.
ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.
მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უსჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა!

 


                       



















ბიბლიური ისტორია. დავითის გამარჯვება გოლიათზე.
(იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)
„ ... როცა გოლიათის კვეხნა და დაცინვა გაიგონა, დავითმა თქვა.
        მე გავალ და შევებრძოლები მაგ კაცს.
საულმა უთხრა: – გადი, ღმერთი იყოს შენი შემწე!
საულმა დავითს ჯაჭვის პერანგი ჩააცვა, სპილენძის მუზარადი დაახურა და ხელში მახვილი მისცა. გაიარა, გამოიარა ასე ასე შიარაღებულმა დავითმა და თქვა:
        ვერ მიგუებია ეს ყველაფერი, ნაჩვევი არ ვარ.
მოიშორა საომარი აღჭურვილობა, აიღო ხელში თავისი კომბალი, ხუთი რიყის ქვა ჩაყარა მწყემსის გუდაში, დაავლო ხელი შურდულს და ფილისტიმელთან საბრძოლველად გავიდა. დაინახა გოლიათმა მის წინააღმდეგ უარაღოდ გამოსული ლამაზი ყმაწვილი და საცინლად აიგდო:
        ძაღლი ხომ არა ვარ, ქვებით და ჯოხით შემაშინო?
        ძაღლზე უარესი ხარ. შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემ წინააღმდეგ, მე კი ღვთისა და ისრაელის სახელით და ძალით მოვდივარ. უფალი შემამუსვრინებს შენს თავს. შენივე მახვილით მოგკვეთ თავს, რათა ყველამ გაიგოს, რომ ღვთის ძალა ამარჯვებინებს კაცს და არა შუბი და მახვილი.
როცა გოლიათი მიუახლოვდა, დავითმა შურდულით ისე მძლავრად სტყორცნა ქვა, რომ შუბლი შეულეწა და მიწაზე დასცა, მიეჭრა და მისივე მახვილით მოჰკვეთა თავი.
ფილისტიმელებმა ეს რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და პირი იბრუნეს. ისრაელის ჯარი ყიჟინით წამოიშალა და გაქცეულ მტერს დაედევნა, დაამარცხა და დიდი ზარალი ანახა“.









დავით გურამიშვილი.  „დავითიანი“
„ისმინე, სწავლის მძებნელო! მოჰყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა,
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამს დანანებასა,–
ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა“.
„დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენებსა,
ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს მსგავსა სენებსა,
მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მიისთვლის მტევნებსა“.
„სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი,
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი,
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი!“
                        „ორთა მათ ჩემთა უფალთა ერთად უხსენე გვარია,
თუმცა ძირითგან შორს იყვნენ, უშტოდ ახლოს მონაგვარია,
ერთი დავითის ძედ თქმული, რომელმან ივნო ჯვარია
მეორე ვახტანგ მეხუთე, ქართველთა მეფედ მჯდარია“.
„მე ვიყავ ერთი თავადი, მოსახლე გორის უბანსა,
ჯვარობას ჩვენი ქალ–რძალნი იცვავდნენ არ ავს ჯუბანსა,
მუნით გამტყორცნა საწუთრომ, გარდამაცილა ყუბანსა,
ვაი, რა კარგა მოვსთქვემდი, მეტყოდეს ვინმე თუ ბანსა!“
„მშვილდს მომიწივა მუხთალმა, ისარი გულში მამასო,
არ მომცა ძე, არც ასული, არვინ მიძახის მამასო“.
მან დამიჩაგრა გონება და მტერი თავსა მამასო,
დავჯექ და ლექსვა დავიწყე, ვსთქვი, თუ, ვიშვილებ ამასო.









გიორგი მერჩულე . „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“
(გრიგოლის მიერ აშოტ კურაპალატის დალოცვა)


„დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მეფობაი და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისთვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაი შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნეს უკუნისამდე...
            (ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებში აისახა ბაგრატიონთა ღვთაებრივი წარმოშობის იდეა. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ქართული ტრადიცია უკავშირდება ბიბლიურ მეფეებს, კერძოდ, დავითს, ცხებულ მეფესა და წინასწარმეტყველს.
            ბიბლიური დავითის შთამომავლებად ქართველი ბაგრატიონების აღიარებაა გრიგოლ ხანძთელის ეს მიმართვა აშოტ კურაპალატისადმი, რომელიც ბაგრატიონთა დინასტიის საფუძვლის დამდები იყო. აქვე მოიხსენიებიან: იესე (დავითის მამა) და სოლომონი (დავითის ძმა); „ძე დავითისი“, „შტო სოლომონისი“, „ძირი იესესი“. ხშირად გვხვდება შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში.
            ბიბლიური დავითის შტოში იშვა მესია.
 





















                 

გრიგოლ ორბელიანი. ნაწყვეტი პოემა „სადღეგრძელოდან“
„ზეცა  წყალობდა, ნუგეშად ივერსა გაოხრებულსა, მეფედ მოუვლენს დავითსა, ზეგარდმო სიყრმით ცხებულსა, მხედართ–მთავარსა უძლეველს, გულ–მოწყალესა მსაჯულსა. ზე–ჩაგონებით გასწავლულს, ენა მდინარე მეტყველსა.
                  დავით ჰსთქვი: „იყავ ქალაქნი!“ და აღმოცენდნენ ქალაქნი!
                  განჰვლე უდაბნო ოხერი, – სავსედ დაბებით შექმნენი!
                  დაჰკარ წერაქვი, – და აღჩნდნენ ტაძარნი, ტურფად ნაშენნი!
                  მუნ შენთან ღმერთსა ჰმადლობენ გალობით შენნი ივერნი!
                 
ხმა ჰყავ და აღსდგა ივერი ფენიქსებრ განახლებული,
დიდების სხივით შემოსილ, მშვიდობით აღყვავებული!
აღმხედრდი ლაშქრად, – და ილტვის სულთანი შეძრწუნებული,
შირვან, დერბენდი ჰყავ სამზზღვრად, შენი ხმლით შემოხაზული“.

დავით აღმაშენებელი.  „გალობანი სინანულისანი“.
/გალობა პირველი/
                  „რომლისაცა წინაშე
                  ქედდრეკილ არს ყოველი,
                  მუხლი ყოველი მოდრკების და ენაი ყოველი
                  შენსა ხმობს აღსარებასა,
                  მეცა, სიტყვაო,
                  აღმსარებელსა მომხედენ“!


დავით კურაპალატის სიტყვა სამსჯავროზე
(ნაწყვეტი აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავიდან“)
„ ......... მბრუნავი ქვეყანა,
ვიცით, რომ ცვალებადია,
ვისაც მახე დაბადებია.
                  მოყვარეს გადაამტერებს,
                  მტერსა გაუხდის მოყვრადა
                  დღევანდელს ლხენა–სიცილსა                                                       
                  ხვალ გადაუქცევს ოხვრადა.
კაცობრიობის დიდება
მას მიაჩნია ჩალადა
და შევუქმნივართ ჩვენ მხოლოდ
ამ სოფლის მაჩანჩალადა“!
                  „მეც ადამის შვილი ვარ,
                  თქვენსავით შვიდი ქართლისა,
                  თავდადებული ქვეყნისთვის,
                  მაძიებელი მართლისა.
მაგრამ მეფე ვარ დღეს თქვენი
ხელთა მაქვს მეთაურობა,
საქმის დროს საქმე შემშვენის
და ხუმრობის დროს – ხუმრობა!“





თქვენ ხართ დავითი!
                  ყოველ სახელოვან დავითს განგებამ თავისი ისტორიული მისია დააკისრა.
                  დავით წინასწარმეტყველი, დავით აღმაშენებელი, დავით გარეჯელი, დავით კურაპალატი, დავით სოსლანი, დავით გურამიშვილი ....
                  რომელი ერთი ჩამოვთვალო!
                  თქვენ კი დღევანდელობამ ჩვენი სკოლის ხელმძღვანელობა დაგაკისრათ და არა გვგონია, რომ ეს ადვილი იყოს! თანამედროვე რეფორმების ფონზე, რა თქმა უნდა თქვენც სირთულეების წინაშე აღმოჩნდით და ჩვენ, თქვენი მოსწავლეები, შეიძლება ვერ ვხვდებით ვერაფერს, მაგრამ თქვენგან ვღებულობთ მთავარს, აუცილებელს: სითბოს, სიყვარულს, მზრუნველობას.
                  რომელი ერთი მივაწეროთ შემთხვევითობას? თქვენ ისტორიკოსი ბრძანდებით და თქვენზე უკეთ ვინ იცნობს აქ ჩამოთვლილ დავითს?
                  თქვენ ჩვენი სკოლის მოსწავლე ყველა დავითის მოსახელე ხართ, თანაც ღირსეულად ატარებთ ამ სახელს!
                  დავითობას გილოცავთ, სიყვარულის დღეზე ერთი დღით ადრე დაბადებულო, ჩვენო ძვირფასო დავით მასწავლებელო!
შეფასება
                        მოეწყო პროექტის პრეზენტაცია. ვერ სევზელით ვიდეომასალის შექმნა.
                        პრეზენტაციას დაესწრო სკოლის დირექტორი, ბატონი დავით შიუკაშვილიც. პროექტზე მუშაობისას ბავშვები იყვნენ მოტივირებულნი, მოიძიეს მასალები, ჩართული იყო ყველა მონაწილე. შეაფასეს საკუთარი მუშაობა. იდეა თვით ბავშვებისგან მოდიოდა. მე გზამკვლევი, შემფასებელი ვიყავი. სწორი მიმართულებით წარვმართე ბავშვების მუშაობა.

                        მჭირდება მეტი პრაქტიკული წვდომა და გამოცდილება. 




პროექტის გეგმა (ვიდეო)
1.      პროექტის დასახელება – „ჩვენი ენა ქართული“.  (ქართული ენის თავგადასავალი –I ეტაპი)
                                    ინიციატორი: ელენე ნაცვლიშვილი
2.      პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება:
                   VIII  კლასის მოსწავლეებმა არ იციან ბევრი რამ ქართულ
                    ენაზე, კერძოდ, სალიტერატურო ენის დასაბამსა და მისი
მისი განვითარების ძირითად საფეხურებზე, სალიტერატურო ენასა და დიალექტებზე, ქართული დამწერლობის წარმოშობასა და მის განვითარებაზე, უძველეს წერილობით ძეგლებზე, ქართველ მწერლებსა და პროექტებზე, როდის და როგორ დაიდგა დედაენის ძეგლი, სურთ, გაეცნონ ქართული ენისადმი მიძღვნილ აზრებსა თუ პოეზიის ნიმუშებს.
          სათანადო მასალების მოძიებისა და გაცნობის შემდეგ მათში გაიზრდება სიყვარული მშობლიური ენისა და სამშობლოსადმი, გაიაზრებენ, საიდან მოვდივართ და რა გვევალება ასეთი მდიდარი კულტურული წარსულისა და ტრადიციების მქონე ხალხს; განუვითარდებათ ძიების, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
3.         პროექტის მიზანი: ინიციატივა მიზნის მიღწევას გულისხმობს, რომ    მივიღოთ სასურველი შედეგი, კერძოდ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ ქართულ  ენაზე, მოვინახულოთ მნიშვნელოვანი ადგილები, შევქმნათ ფოტომასალა და მოვამზადოთ ალბომი.
4.         ამოცანები და განხორციელების გზები: მასალის მოძიება, განხილვა, დალაგება თანამიმდევრობით, ექსკურსია თბილისში დედაენის დღესთან დაკავშირებით (დედაენის ძეგლისა და მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მონახულება), სათანადო ფოტომასალის შექმნა, მუშაობა ალბომზე.
5.         რესურსები: სამუშაო ფურცლები, ქართული მწერლობის კრიტიკოსების ნაშრომები, ქართული პოეზიის ნიმუშები.
6.         ბიუჯეტი: თანხა ექსკურსიისა და ალბომისთვის.
პროექტის განხორცილელების პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ შემდეგი უნარები:
·         პრობლემის განსაზღვრის (იდენტიფიცირების);
·         ინფორმაციის მოძიების;
·         თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების;
·         საქმიანობის ორგანიზების;
·         შემოქმედებითობის;
·         მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციის და კატეგორიზაციის;
·         შედეგების ანალიზი;
·         პრობლემის გადაჭრის;
·         გადაწყვეტილებების მიღების;
პროექტის მიმდინარეობა დაიწყო ფაზებად:
·         ინიციატივა – მასწავლებლისგან, იდეები – ხ. პაპალაშვილის,
ხ. ალავერდაშვილის, ნ. ათანელიშვილის, ე. ხატიაშვილისგან.
·         პროექტი დაიწყო და დაიგეგმა – 2013 წ. თებერვალი.
·         პროექტი განხორციელდა – 2013 წ. თებერვალი–მაისი
·         პრეზენტაცია – შედეგები განაცხადა ე. ნაცვლიშვილმა.
·         შეფასება (რეფლექსია) – მონიტორინგის
შედეგის შეფასება – მ. ათანელიშვილის.
              პროექტი აქტუალური და საინტერესოა. VIII კლასის მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი მასალები მოიძიეს, დააჯგუფეს და წარმოადგინეს. პროექტი მიეძღვნა დედაენის დღეს, რომელსაც 35-ედ ავღნიშნავთ ქართველი ერი. პროექტი ხანგრძლივი იყო, დაყოფილი ეტაპებად, პროექტის შედეგი ეს ალბომია.
              საგნის მასწავლებელი იყო დამკვალიანებელი და მრჩეველი. პროექტის მსვლელობისას ვაკვირდებოდი, როგორ იყო დაცული ფაზები, ვინ როგორ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ბავშვებმა გამოამჟღავნეს კვლევის, ორგანიზების, პრობლემის გადაჭრის, თანამშრომლობის უნარი.
              ტიბაანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:                              მ. ათანელიშვილი
                                                
პროექტის მონაწილეები:
ხვიჩა ბიზინაშვილის სახელობის ტიბაანის საჯარო სკოლის VIII  კლასი
1.    ათანელისვილი ნატო
2.    ალავერდაშვილი ხვიჩა
3.    ბიკასვილი მანანა
4.    ბასილაშვილი გვანცა
5.    გოგოხია ზვიად
6.    გურაშვილი ჯემიკო
7.    გურაშვილი თამარ
8.    ვარდიაშვილი ლუკა
9.    კონცელიძე თინიკო
10. კუპრაშვილი მარიამ
11. ნაბულიშვილი გიორგი
12. პაპალაშვილი ხატია
13. პაპუაშვილი ხატია
14. სომხიშვილი მარიამ
15. სომხიშვილი დათო
16. ხატიაშვილი გიორგი
17. ხატიაშვილი ეთერ
18. ხატიაშვილი თორნიკე
პროექტის ხელმძღვანელი:   ე.  ნაცვლიშვილი
                      მონიტორინგი:   მ. ათანელიშვილი


                                                    15.05.2013 წ

პროექტში განხორციელების პროცესში
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფებში
შედგა
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
იყვნენ მოტივირებულები
განაპირობა მსობლიური ენის სიყვარულმა
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
აგრძელებენ
ჰქონდათ თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემური და საქმიანი ხასიათი
დიახ
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი
იყვნენ. ნაკლები მოტივაცია
ჰქონდათ თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემური და საქმიანი ხასიათი
აცდენდნენ შეხვედრებს სისტემური და საქმიანი ხასიათი არ ჰქონდა
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე ( თუ კი, მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები)
იმოქმედა ნაწილობრივ.
ოდნავ გაიზარდა აკადემიური მოსწრების მაჩვენ.

თვითშეფასება
            ეს პროექტი ჩვენი (ჩემი და სადამრიგებლო კლასის) ყველაზე გრძელვადიანი, შრომატევადი პროექტი იყო ორ ეტაპად. მეორე ეტაპზე 2013 წლის 14 აპრილს მოეწყო ექსკურსია თვილისში დედაენის ძეგლთან და მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. პროდუქტი – ალბომი.  პროექტი დაიწყო 2013 წლის თებერვალში დასრულდა 2013 წლის მაისში.

            ჩემს მუშაობას ვაფასებ დადებითად, მიზანს მივაღწიე.  ამ პროექტმა ბევრი რამ შესძინა ბავშვებს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий