გაკვეთილი გეგმა
გაკვეთილის თემა: ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“
სწავლების საფეხური/საგანი x კლასი.ქართული
ენა და ლიტერატურა.ელენე ნაცვლიშვილი.
მოსწავლეთა პროფილი 19 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა გაკვეთილი, რომლის
ძირითადი აქტივობები როლური თამაში და დისკუსიაა, ხელს და აქტუალობა
უწყობს საკითხის ღრმა წვდომას, მის ემოციურ დონეზე გათავისებას, საკითხის
ხანგრძლივი
დროით დამახსოვრებას, ინფორმაციის შეფასებას, სასწავლო პროცესში
მაქსიმალურ
ჩართვას, მოტივაციის ამაღლებას, თანამშრომლობითი ურთიერთობების
განვითარებას,
სწავლას სხვისი მოსაზრებებისა და შეხედულებების საფუძველზე
საკუთარი
თავისადმი რწმენის განმტკიცებას.
გაკვეთილის მიზნები და მოსწავლეებმა უნდა
შეიძინონ საკომუნიკაციო უნარები ,ინფორმაციის
შედეგები და
გამოცდილების როლური გათამაშებით გადმოცემის უნარი,მოცემული ქმედებების
იმიტაცია
და დახვეწა ,მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ეთიკური ქცევები. შეძლებენ პ
პრობლემის გადაჭრის
გზის მოძებნას,სხვისი მოსაზრებების გაანალიზებას, შეფასებასა და
თვითშეფასებას,სხვისი მოსაზრებების გაზიარებას და სწორი დასკვნების გაკეთებას.
ეროვნული სასწავლო გეგმით ქართ.XI.3 მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს
საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის
განსაზღვრული შედეგები და გასაძლიერებელ საშუალებებს.
ინდიკატორები ქართ.XI.5. მოსწავლე
კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს
მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეების და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ.XI.8. მოსწავლე ირჩევს და იყენებს კითხვის
ეფექტურ სტრატეგიებს.
წინასწარი ცოდნა წაკითხული
აქვთ ალ. ყაზბეგის „ ელგუჯა“, „მოძღვარი“.
შეფასების საგანი და გამოვიყენებ როგორც ინდივიდუალურ,ისე
ჯგუფურ შეფასებას,განმავითარებელს,
პროცედურები
განმსაზღვრელს.
უნდა შეძლონ როლური გათამაშება,თვითშეფასება, როგორ გაართვეს დავალებას თავი,
რა იყო სუსტი მხარე რას გააკეთებენ მომავალში უკეთესი შედეგის მისაღწევად,დრო
როგორ გამოიყენეს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მარკერები.
რესურსები
გაკვეთილის მსვლელობა აქტ. 1. მინილექცია
როლური თამაშისა და დისკუსიის შესახებ, როგორც
თანამშრომლობითი
სწავლების ერთ-ერთ ფორმაზე. გაკვეტილის თემის
გაცნობა, კერძოდ: ალ ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას’’ ბოლო თავი. გასამართლება.
მიზანი:
რა უნდა შეძლონ გაკვეთილზე მოსწასლეებმა და რა შედეგი მივიღოთ,
თვალსაჩინო
მასალის გამოყენებით მინი სცენარის გაცნობა (ზოგადად.).(10წთ.).
აქტ.2.
გათამაშება(მინისცენარი გაკვეთილის გეგმის ბოლოს). (12წთ)
(ეს
ამბავი მე-17 საუკუნეში მოხდა.....).
გათამაშების შემდეგ მოსწავლეები გამოვლენ როლებიდან და დაიწყებენ თვით-
შეფასებას-რა შეძლეს, რას ვერ მიაღწიეს, რას შეცვლიან მომავალში(5წთ).
ამის შემდეგ მე შევაფასებ
სიტყვიერად(2წთ).
აქტ.3. მივუთითებ დისკუსიის დაწყებას-წინასწარ
გავაცნობ დისკუსიის წესებს,
ძირითად პრობლემას-„უნდა მოეკლა თუ არა ხევისბერ გოჩას შვილი“. მივუთითებ,
რომ ყურადღება გაამახვილონ საკითხზე-მოვალეობა და სიყვარული.
დისკუსიის დაწყების წინ კლასი ორ ჯგუფად მოეწყობა საპირისპირო შეხედულებების
მიხედვით
მივუთითებ, რომ იმუშაონ წყვილებში, შემდეგ ჯგუფებში.
პირველ რიგში, მოვისმენთ მოკლე პრეზენტაციას „მატეო ფალკონეს“ (პროსპერ მერიმე)
მიხედვით.
დისკუსიის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები უნდა დაასაბუთონ არგუმენტირებით
როგორც
„ხევისბერი გოჩას“, ისე სხვა ნაწარმოებების მიხედვით. უნდა შეძლონ, დასმული
საკითხი თანამედროვე
ეპოქას
დაუკავშირონ (10 წთ.).
დისკუსსის დასასრულს უნდა გააკეთონ დასკვნა, რომელიც გამყარებული უნდა იყოს
სამოქალაქო ცნობიერებისა
და
ეთიკის ნორმების მიხედვით.
დისკუსიის დასრულების შემდეგ შეაფასებენ დამკვირვებლებს (3 წთ).
ბოლო
შეფასებას გავაკეთებ მე სიტყვიერად და მოსწავლეებთან ერთად შედგენილი შეფასების კრიტერიუმების
მიხედვით (3წთ).
კრიტერიუმები:
ცუდი-(1-4)
|
საშუალო-(5-6)
|
კარგი-(7-8)
|
ძალიან კარგი-(9-10)
|
|
როლის გათავისება
|
||||
დისკუსიაში ჩართულობა
|
||||
თანამშრომლობითი ურთიერთობის
უნარი
|
ალექსანდრე ყაზბეგი.“ ხევისბერი გოჩა“. გასამართლება
(მინისცენარი)
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ხევისბერი
გოჩა- მამა და მმართველი ხევისა (გიგა გურაშვილი).
ონისე-შვილი
ხევისბერი გოჩასი(ნინო კონცელიძე).
გუგუა-ონისეს
მეგობარი.(ქეთი ხატიაშვილი).
ხევის
ერთ-ერთი თავკაცი-( ნინო ხატიაშვილი).
მოხევეები-მე-
11 კლასის მოსწავლეები.
მთხრობელები-1.(მარიამ
ბიძინაშვილი)
2.(მარიამ
ლოლაშვილი).
3-(მარიამ
გურაშვილი)
(სცენა წარმოადგენს საკლასო ოთახს,
სადაც მრგვლად შემოწყობილ სკამებზე სხედან თემისა და ჯარის თავები, დეკანოზები. ირგვლივ
სხედან მოხევეებიც).
მთხრობელი-1.: ეს ამბავი მე-17 საუკუნეში მოხდა. სისხლით გაუმაძღარ
ნუგზარ ერისთავს მოხევეთა დამორჩილება და მათი
ყმად გახდომა სურდა. თავისუფლებისმოყვარე მოხევეებმა მოხუცი, მაგრამ ჯერ კიდევ
ენერგიული წინამძღოლის,
ხევისბერი გოჩას მეთაურობით მომხვდური უკუაქციეს, თუმცა, დიდი დანაკარგის ფასად.
მთხრობელი.2.:
მოხევეთა პირველი საგუშაგოს თვალყური ხევისბერი გოჩას შვილს, ონისეს ევალებოდა. ის
ძიძიას ხელისმომკიდე იყო გუგუასა და ძიძიას ქორწილში. მოულოდნელმა გრძნობამ, რომელსაც
ამაოდ
ებრძოდნენ
ძიძიაც და ონისეც, ისინი ამ მძიმე ჟამს თავდავიწყებაში ჩააგდო და ამასობაში ონისეს
მტერი შემოეპარა. მოხევეთა პირველი გუნდი მომხვდურმა მძინაე ამოწყვიტა. გონს მოსული
ონისე
სიკვდილს
ეძებდა, მაგრამ არ მიეცა ამის საშუალება.
მთხრობელი.3.: თავისუფლებისმოყვარე მოხევეებმა
მტერი უკუაქციეს. როცა ყველაფერი დამთავრდა, დაიწყეს დამნაშავეთა გასამართლება. ორი
ოსის ღალატი ბუნებრივი და მოსალოდნელიც იყო, მაგრამ გულსატკენი
ის იყო,
რომ მე3 დამნაშავე მათივე მიწა-წყლის შვილი, მთელ ხევში სახელგანთქმული ვაჟკაცი, გუგუა
ფიჩიტაური აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, როცა მტერი მოხევეთა ბინაზე ,რომლის მეთყვალყურეობა
ხევისბერი გოჩას შვილს ,ონისეს ევალებოდა, იერიშით
მოდიოდა,გუგუა მას წინ მოუძღვოდა და,უეჭველია, ნუგზარის ჯარს გზას უჩვენებდა.
გოჩა: (გუგუას)-გაიმართლე თავი თუ შეგიძლია!
(პაუზა)
-სთქვი,თუ სათქმელი რაიმე გაქვს!
გუგუა;-რაი
ვსთქვა? რაი გითხრათ?უფალმა იცის,რომ დამნასავე არა ვარ,მაგრამ მტრის წინ მომძღოლუ
მნახეს და ვინ დამიჯერებს?!რაისთვისღა მაწვალებთ,რაისთვის მალაპარაკებთ?მომკალიტ და
თქვენც მოისვენებთ!
გოჩა-ბალღო, სიკვდილი ძნელი არაა!(პაუზა)-მაგრამ გულს არა სჯერა,რომ ხევის მიწა-წყლის
კაცი,ხევის ძუძუთი გაზრდილი,მოძმეთ უღალატებდა,ამხანგთ გაჰყიდდა,მიწას შეარყევდადაცას
ჩამოანგრევდა! გული
სამუდამოდ
იკვნესებს,სევდა არ დაელევის,ნისლს ვეღარ გაიცლის, თუ მაეთლა მოძმეთ გამყიდველად გიცნო.
გუგუა-გოჩავ,უფლის მადლმა,ვფიცავ ყმაწვილკაცობის სიყრმეს,დამნასავე არა ვარ,მაგრამ
თავს ვერაფრიტ ვიმართლებ და უნდა დავისაჯო,უნდა მოვკვდე.
გოჩა-მტრის ჯარსი საიდან გაჩნდი?
გუგუა-
საიდან? გინდა, ყველაფერი მათქმევინო? ხომ ხედავ, რომ ლაპარაკი მიძნელდების?
გოჩა-
ჩემი გულიც არ არის მოსვენებული, გუგუავ, მაგრამ
თემი და მისი საქმე შენზემაც დიდია და ჩემზედაც.
გუგუა-
გითხრათ? კარგი!( ონისესკენ მიბრუნდება, მაგრამ
თავს შეიკავებს და მსაჯულებს შეხედავს), გამიგონეთ, სიკვდილისა არ მეშინია, რომც გამამართლოთ,
თავს აღარ ვიცოცხლებ. მაშ, გამიგონეთ.... ყველას მართალს
გეტყვით: მთიდან
მოვდიოდი და დაბლობში მტერს შევეფეთე, მტერი ფეხდაფეხ მომდევდა. ისინი თოფს არ ისროდნენ,
რომ ხმაურობაზე ჩვენი მდევარი არ გამოსულიყო .მე კი,ტოფტიელას, ჩახმახი მომეშალა.
ჩვენებმა
მტრის ჯართან დამინახეს და მოღალატე გამხადეს.თუ ვტყუოდე,მიწამც გამისკდეს და თან ჩამიტანოს.
გოჩა-მთაში რა გინდოდა?
გუგუა-საქმე
მქონდა.
გოჩა-მარტო
იყავ?
(პაუზა)
მთხრობელი-მოხევე
ებრძოდა თავის გრძნობას და არ უნდოდა იმ ქალის სახელი მოეყივნებინა,რომელიც მაინც კიდევ
ქვეყანას ერჩივნა.
გუგუა-რაი
ბედენაა,მარტო ვიყავი თუ არა? მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარით
(დიდი
პაუზა)
გოჩა-ღმერთო,მოგვიტევე,თუ
ვცდებით რაშიმე!ხევის მშვიდობიანობა მოითხოვს,რომ გუგუა გაწირული,მოშორებული იყოს თემისგანაც,სოფლისაგნაც
და ნატესავებისაგანაც.ხევის ჯვარ-ანგელოზნო,თემის პირის
გამტეხს
და გადამბრუნებელს რის....(აწყვეტინებს ონისე)
ონისე-შესდექ,ხევისბერო,გუგუა
მართალია!
გოჩა-იყუჩეთ!(ონისეს)-თქვი,
რას ამბობდი?
ონისე-გუგუს
მართალია-მეთქი,ტყუილად ნუ დასჯით,გუგუას და მე მიზეზი გვაქვს ,ერთმანეთის მოსისხლე
შევქმნილიყავით.ეგ მთიდან რომ მოდიოდა,ბილიკზე იმად დაეშვა,რომ მე მოვეკალ....მაგრამ
გზაში მტერს
შეხვდა
და მოღალატეობას ტყუილად სწამებთ!
გუგუა-ეგ
ვიღამ გიამბო?
ონისე-ჩემი
ყურით გავიგე.... როდესაც შენ ლაპარაკობდი, მე გზის იქით ვიყავი ჩასაფრებული, რაიღა
დავიმალო? მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზე, ჩემი ბრალია მათი გაქყვეტა.... მე დავკარგე
გონი, მტერი მე გამომეპარა
....
გუგუა უბრალოა!
(პაუზა)
გოჩა-(თავზარდაცემული)-
მაშ, ეგრე გაიგონე ჩემი დარიგებით წყეულმც იყავ, ყველასაგან მოძველებელო, დედ- მამის
საფლავიდან ამომგდებო! რა სასჯელი არის, რომ შენ გადაგიწყვიტოთ? მოძმეთ სისხლი ცაში
ღმერთს
შესხჩუხებს და სამართალს ითხოვს, გადასწყვიტე, თემო!
თემის თამი- გოჩავ, შენს შვილს თემი არ გაუყიდნია, მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და
თავდავიწყებაში ჩაუგდია.
გოჩა-
მით უფრო მეტი საბუთია, მომ მკაცრად გადახდეს კაცს ულვაში ნამუსისთვის გამოუსა. ონისე
ეხლავე მკვდარია, მაგის სასჯელი ცეცხლში დაწვაა.
მოხევე-
გოჩაუ!(სცადეს მისი შეყენება).
გოჩა-
უნდა მოკვგეს, მოკვდეს შეუბრალებლად და თუ თქვენ ვერ გაგიბედნიათ, სამართლიანად მოექცეთ....
მე მიყურეთ.
მთხრობელი-
მოხუცმა გაიძრო ხანჯალი, გაექანა შვილისაკენ და შესძახა:
გოჩა-მოძმეთ
მიღალატე სიცოცხლის ღირსი არ არის!
მთხრობელი-
მოხუცის მახვილმა მის შვილს გული ორად გაუპო.
ამის შემდეგ გუგუამ შეასრულა სიტყვა და თავი მოიკლა. ძიძია იმ დღიდან არავის
უნახავს, ხოლო რაც შეეხება ხევისბერ გოჩას-ის,ჭკუაზე შეშლილი,
ერთ
ზამთარს თოვლმა ხევში ჩაჩუმქა.
8 მაისი, 2015წელი. 11კლასი.
ანგარიში სამოდელო გაკვეთილის ჩატარების შესახებ
გაკვეთილის ჩატარების
დრო: 8 მაისი, 2015 წელი
სკოლა: ხვიჩა ბიძინაშვილის
სახელობის
ტიბაანის
საჯარო
სკოლა.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა სწავლების საფეხური: XI
კლასი მასწავლებელი : ელენე ნაცვლიშვილი
ძირითადი თემა: ალექსანდრე ყაზბეგის
„ხევისბერი გოჩა“, გასამართლება.
მისაღწევი შედეგები:
ბავშვებმა შეძლეს როლური გათამაშებით ეჩვენებინათ
როგორ წარიმართა მოვლენები ნაწარმოების ბოლო თავის მიხედვით, ერთად შედგენილი სცენარის
მიხედვით,
რომელიც ძირითადად
გამომდინარეობდა ტექსტიდან, ემოციურ ფონზე
წარმოადგინეს, რა მოხდა სამების ტაძართან ნუგზარ ერისთავთან გამარჯვების შემდეგ.
ყველას თავისი როლი კარგად ქონდა გააზრებული, იმიტაციას ხელს უწყობდა საკლასო გარემო, კერძოდ,
მერხების განლაგებაც.
1
როლებიდან
გამოსვლის შემდეგ მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს იმაზე,
თუ რა მისცათ როლურმა თამაშმა, კერძოდ: განუვითარდათ
თანამშრომლობითი ურთიერთობისა და წარმოსახვის, იმიტაციის უნარი, ისინი ხალისით იყვნენ
ჩართულები თამაშში, რომ ამან დიდი ინტერესი და ენთუზიაზმი აღძრა მათში,
განუვითარდათ შემოქმედებითი აზროვნება, აუმაღლდათ მოტივაცია.
რა თქმა უნდა, გარდა პოზიტიურისა, ჰქონდათ ერთგვარი განცდა იმდენად, რამდენადაც ეს
მათთვის იყო პირველი როლური თამაში, რასაც დახვეწენ მომავალში.
მათ
ამ თამაშით იგრძნეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაიაზრეს ადამიანთა ეთიკური
ქცევის ნორმები.
როლური
თამაში შევაფასე ობიექტურად.
როლური
თამაში ძირითადად სამი ფაზისგან შედგება. გაკვეთილის დაწყებამდე დაძლეული გვქონდა პირველი
ფაზა--მომზადება. მეორე ფაზა გათამაშება იყო, ხოლო მესამე ფაზა--დისკუსია.
საკითხის
აქტუალობიდან გამომდინარე, შერჩეული მქონდა დისკუსიის ძირითადი საკითხი: „უნდა მოეკლა თუ არა ხევისბერ გოჩას შვილი“,
მივუთითე ქვესაკითხზეც: „მოვალეობა და სიყვარული“.
მინდა აღვნიშნო,
რომ დისკუსია უაღრესად საინტერესოდ წარიმართა. დისკუსიის წესების გაცნობის შემდეგ ბავშვებმა
შეცვალეს მერხების განლაგება და ორ ჯგუფად მოეწყვნენ, მათ დამაჯერებლად, არგუმენტირებულად
წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები, იყო პატარა პრეტენტაციაც პროსპერ მერიმეს : „მატეო
ფალკონეზე“.
2
დისკუსიის დროს პარალელი გაავლეს აკაკი წერეთლის
„გამზრდელთან“ და აღნიშნეს, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი, რომ ხევისბერს შვილი
არ მოეკლა.
ბავშვებმა შეძლეს, რომ მე-17 საუკუნის ამბავი
თანამედროვე ცხოვრებისთვის დაეკავშირებინათ,
ბოლოს შეჯერდნენ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანის მოკვლა ( ვის მიერ და რის
გამოც არ უნდა მომხდარიყო) გაუმართლებელია.
როლური თამაშის და დისკუსიის შედეგები შეაჯამეს
დამკვირველებმა (დადებითად), შევაფასე მე,
მივეცი შენიშვნები, რათა მომავალში უკეთესი შედეგი მივიღოთ.
შევაფასე საკუთარი მუშაობაც.
დისკუსიის დროს მეც ვერთვებოდი, როგორც
დამკვალიანებელი და არ ვზღუდავდი მოსწავლეებს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისას.
დრო სწორად მქონდა განაწილებული და 45 წუთი ნაყოფიერად მქონდა გამოყენებული
. რაიმე პრობლემა არ ყოფილა. კარგი იქნებოდა, რომ დისკუსიაში ჩართულობა უფრო მაღალი ყოფილიყო. რამდენიმე მოსწავლეც
აცდენდა იმ დღეს. ბავშვებს ეტყობოდათ გარკვეული
მღელვარება, ჰქონდათ ემოციები, მაგრამ სწორად შერჩეული სტრატეგიებით მიზანს მივაღწიეთ.
ჩემს
მუშაობაში შევცვლიდი იმას რომ მსგავსი გაკვეთილების
ჩატარებისას ავუმაღლებდი მოსწავლეებს მოტივაციას,
გავზრდი ჩართულობას, მეტ თავდაჯერებულობას
შევმატებდი მათ და განვუმტკიცებდი საკუთარი თავის რწმენას.
გვქონდა წინასწარ, ერთობლივად შემუშავებული
კრიტერიუმები, შევაფასე მოსწავლეების მუშაობა წყვილებში, ჯგუფებში.
რა თქმა უნდა, იყო ხარვეზებიც, რომელთა გამოსწორება
ახლო მომავლის საქმეა.
ე. ნაცვლიშვილი
აკაკი წერეთლის ,,განთიადი”
სამოდელო
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ჩატარების დრო:
27,02,2015
სკოლა: ტიბაანის საჯარო სკოლა
სწავლების საფეხური: XI კლასი
მასწავლებლის სახელი: ელენე ნაცვლიშვილი
საგნის დასახელება: ქართული ენა და
ლიტერატურა
გამოსაკითხი
მასალა: მოძიებული მასალის პრეზენტაციები და სლაიდშოუ მამადავითის ეკლესიასა და დიმიტრი
ყიფიანზე
ასახსნელი
გაკვეთილის თემა: აკაკი წერეთლის ლექსი „განთიადი“. ლექსის ენობრივ-მხატვრული და იდეური
ანალიზი.
მიზნები
და ამოცანები: ბავშვებმა უნდა შეძლონ ახსნან:
1. რა არის ამ ლექსის შექმნის მიზეზი; 2. რატომ უწოდა აკაკიმ ლექსს „განთიადი“
; 3. რომელი ენობრივ-მხატვრული საშუალებებით
შეძლო პოეტმა საკუთარი სათქმელის გამოხატვა;
4. და, საერთოდ, რა წარმოადგენს ლექსის მიზანს.
გაკვეთილის
მნიშვნელობა და აქტუალობა:
მოძიებულ და წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით ბავშვები შეძლებენ დასკვნის გაკეთებას, თუ რა ღვაწლი
მიუძღვის ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს - დიმიტრი ყიფიანს და რა მნიშვნელობა აქვს
მისი ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებას ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში,
შეძლებენ ლექსის მხატვრული ღირებულებების დანახვას და გაანალიზებას, შეიგრძნობენ მოხუცი
პოეტის ხმას და წარმოიდგენენ, თუ რა ძნელია სამშობლოსთან განშორება.
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:
XI.1. მოსწავლე წარმოადგენს საჯარო
მოხსენებას (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
XI.4. მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის
სტრატეგიებს საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
XI.7. აანალიზებს მხატვრული ნაწარმოების
ენობრივ საშუალებებს ფუნქციონირების თვალსაზრისით.
XI. მოსწავლე წერს სხვადასხვა სახის
ესეს.
საკლასო მენეჯმენტი/გაკვეთილის თანამიმდევრობა:
1. ვაზუსტებ მოსწავლეთა
რაოდენობას და მინილექციით ვახდენ მოსწავლეთა გამოწვევას 2 საკითხით:
ა) ტრაგიკული შემთხვევა,
რომელმაც აკაკის ლექსი „განთიადი“ დააწერინა.
ბ) ჩანაწერი აკაკის
ხმისა, ანუ როგორ მოხდა აკაკის ხმის ჩაწერა. (3წთ)
2. აკაკი კითხულობს
ლექსს „განთიადი“ (3წთ)
ა) გავაცნობ მიზანს
(თვალსაჩინოება)
3. დავსვამ სaმოტივაციო კითხვებს:
ა) რა გააკეთა დიმიტრი
ყიფიანმა ისეთი, რომ აკაკიმ ლექსი „განთიადი“ უძღვნა?
ბ) შეძლო პოეტმა
მკითხველზე ემოციური ზემოქმედება? როგორ? რის საშუალებით?
გ) როგორ შეაფასეს
დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი მის ეპოქაში და დღეს?
4. ამის Semdeg შევახსენებ გაკვეთილისთვის გამოყენებულ
რესურსებს; 1) იnტერნეტი; 2) ქართული ენა-ლიტერატურის სახელმძღვანელოები;
3) ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი და 4) სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართuლი.“
5. ვახსენებ განსახორციელებელ
აქტივობებს:
ა) პრეზენტაციების
გაკეთება
ბ) სლაიდების წარმოდგენა
გ) კითხვებზე პასუხების
გაცემა ჯგუფების მიხედვით და დამატებითი დავალებების წარმოდგენა
დ) პასუხები შემაჯამებელ
კითხვებზე (მთელი კლასი)
ე) ნაწარმოების
თემისა და იდეის გამოკვეთა
ვ) ჩემი დასკვნითი სიტყვა და შეფასება,
თვითშეფასება (ცხრილებით). დავალების მიცემა (4 წთ). სიმღერის მოსმენა (3წთ).
ა) პრეზენტაციები:
I ჯგუფი - „დიმიტრი ყიფიანის ვინაობა და თავდადება“ (მარიამ
გურაშვილი)
II
ჯგუფი - „დიმიტრი ყიფიანის წერილი პავლე ეგზარხოსიsadme“ (მარიამ ლოლაშვილი)
III
ჯგუფი - ინფორმაცია „ცისკრის ვარსკვლავზე, და როგორ ავხსნათ ბგერათკომპლექსი
„ზე“ წინადადებაში „ზე კალთა დამაფარეო“. (მარიამ ბიძინაშვილი) (3წთ)
ბ) სლაიდშოუ:
I ჯგუფი - ჩვენი აკაკი (თეიმურაზ ფიროსმანიშვილი)
II
ჯგუფი - მამადავითის ეკლესია და მისი ისტორია (გიგა გურაშვილი)
III
ჯგუფი - დიმიტრი ყიფიანი და მისი დაკრძალვა (ნინო კონცელიძე)
(5წთ)
გ) ჯგუფებს მივცემ კითხვებს და დამატებით
დავალებებს:
I ჯგუფი: 1) როგორ ავხსნათ გამოთქმა „თaვდადებულის საფლავსა“?
2) როგორი სიტყვაა „საშვილიშვილო“?
როგორი სახელია? რამდენი მნიშვნელობა აქვს?
3) რომელი სიტყვებითაა დახატული საქართველოს
პეიზაჟი? როგორ უნდა გავიგოთ კომპოზიტებში „ფირუზი“ და „ზურმუხტი“ - ფერებად თუ ძვირფას
ქვებად?
4) რომელი არქაული ფორმა და ლიცენზია
გვხვდება ლექსში?
5) რაზეა ლაპარაკი გამოთქმაში -
„ვერ ავიტანე ობლობა“?
დამატებითი
დავალება - ასოციასიური რუკა და მისი განმარტება (თვალსაჩინოება)
II ჯგუფი: 1) როგორ გავიგოთ გამოთქმა: „შენი ვარ, შენთვის
მოვკვდები, შენზედve მგლოვიარეო“?
2) რატომ აირჩია აკაკიმ სინონიმური
წყვილებიდან (სნეული - ავადმყოფი, მკურნალი - ექიმი) „სნეული“ და „მკურნალი“?
3) როგორი გამოთქმაა: „სისხლის ცრემლები
ვღვარეო“?
4) როგორ ავხსნათ იდიომი „წამძლია
სულმა“ და იქვე „გულმა“?
5) როგორ იწარმოება სინონიმური კომპოზიტი
„მოკაშკაშ-მოელვარე“? რომელი რითმაა გამოყენებული
ლექსში? როგორ შეგვიძლია, ის სქემის სახით წარმოვადგინოთ?
დამატებითი
დავალება: მსაზღვრელ-საზღვრულების კლასიფიკაცია. (თვალსაჩინოება)
III ჯგუფი: 1)
რომელი შთამბეჭდავი მეტაფორა გვხვდება ლექსში და რის გამოსახატავად გამოიყენება?
2) რომელი სტროფიდან იწყება მიმართვა სამშობლოსადმი
და როგორ ბოლოვდება გარითმული ტაეპები?
3) რას იყენებს აკაკი ექსpრესიულობისთვის?
4) როგორია ლექსის ლირიკული გმირის სულიერი მდგომარეობა
სამშობლოსთან შეხვედრამდე და როგორ ცვლის მის განწყობას სამშობლოში დაბრუნება?
5) არის თუ არა ლექსის ბოლოს პოეტის ღაღადისი:
„დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო!“ - ყოველი ქართველის სანუკვარი
ოცნება?
დამატებითი დავალება: პარალელები
სხვა ნაწარმოებებთან და ალუზიები (თვალსაჩინოება)
მოსაფიქრებლად - (3 წთ) პასუხები - (3 წთ) დამატებითი დავ. - (6 წთ)
დავსვამ შემაჯამებელ კითხვებს მთელი
კლასისთვის:
1) თქვენი აზრით, ლექსი
„განთიადი“ დღესაც უშუალოდ მოქმედებს მკითხველზე, თუ მან ქმედითი გავლენა თავის დროზე
მოახდინა და არსებობა ფაქტობრივად უკვე დაასრულა?
2) სულის ცxonebis ერთ-ერთ გზად რა შეიძლება მივიჩნიოთ ამ ნაწარმოებიდან გამომდინარე?
3) როგორ შეაფასა აკაკიმ
დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი და რა ღონისძიება განახორციელა საქართველოს საპატრიარქომ ჩვენს
ეპოქაში?
4) როგორი შთაბეჭდილება
დაგრჩათ აკაკიზე, როგორც მხატვრული სიტყვის დიდოსტატზე?
5) რა ყოფილა ამ ნაწარმოების
თემა? იდეა? (4წთ)
ჩემი დასკვნითი სიტყვის შემდეგ ბავშვებს ჯგუფების მიხედვით
გადავცემ თვითშეფასების სქემებს (ცხრილებს), გავეცნობით და მე შევაფასებ კლასის მუSაობას, ჯგუფებს და რამდენიმე ბავშვს ქულებით. (3წთ)
მივცემ დავალებად: 1) ლექსი „განთიადი“ ზეპირად
2) დასაწერად
ესეს - „თქვენი აზრით, დღევანდელ
ქართველებსაც ასე ძალიან უჭირთ სამშობლოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება, როგორც ლექსის ლირიკულ
გმირს?“ თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ. (2წთ)
გაკვეთილის
ბოლოს მოვისმენთ კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის სიმღერას - „მთაწმინდა ჩაფიქრებულა“. (3წთ)
Комментариев нет:
Отправить комментарий