„წმინდა აბო თბილელის
წამება“
ნებისმიერი აგიოგრაფიულ ნაწარმოებში მრავალი პრინციპი იგულისხმება. გამოვყოფთ
იოანე საბანისძისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას: რწმენითი შემეცნების დანერგვა,
უცხოტომ მოციქულთა ზიარება ქართველთა ადგილი კულტურულ მსოფლიოში, ქართველთა ეროვნული
ღირსებანი, დრო ისტორიული და წმინდანობისა, სიწმინდის საფეხურები, წმინდანიღვთაების
სიმბოლოებში.
იოანე საბანისძე იმთავითვე გადმოგვცემს აგიოგრაფიის ერთ-ერთ ასთეტიკურ
პრინციპს: “აღვწერე უღირსისაგან გონებისა ჩემისა შემოკრებული მარტვილობა ჭეშმარიტი
და უტყუელიო“. “ჭეშმარიტი აღწერა“ აქ გულისხმობს გამონაგონის უარყოფას. სინამდვილესთან
მიახლოება ასეთი იყო მიზანი. სინამდვილის ამაღლებულობა უნდა შეგვაგრძნობინოს მწერალმა
და არა საკუთარი სიტყვის სილამაზე.
„ჩვეულებისამებრ მამულისა სვლაი“-, ეს ერთი და მეორე: “აღვერიენით ერსა
უცხოსა“-,
ეს ორი იდეა უმთავრესია“ აბო თბილელის წამების“ ავტორისათვის. ესთეტიკურ-პოეტიკური
ძიებანიც ძირითადად ამ ორ პრობლემას უნდა უკავშირდებოდეს.
ჩვენს ლიტერატურისმცოდნეობაში იმთავითვე გააზრებულ იქნა, რომ ეროვნული
იდეალების დამკვიდრების თვალსაზრისით“ აბოს წამება“ საეტაპო ნაწარმოებია.
აგიოგრაფის რწმენით. დაცვა მამულისა ჩვეულებისამებრ სლვისა და დაძლევა
დიდი საფრთხისა, რომ“ აღვერიენით ერსა უცხოსა“, უნდა განხორციელდეს ეროვნული თვითშემეცნების
გზით და არა ვთქვათ, ბრძოლოთ ანდა განმანათლებლობით. ეროვნული თვითშემეცნება, დაფუძნებული
რწმენაზე, იოანე საბანისძის ძირითადი თემაა.
იოანე საბანისძისთვის განსხვავებულია რწმენითი და არარწმენითი შემეცნება.
მსჯულის წინაშე თავისი “მამული სჯულის“ შესახებ აბო ამბობდა: “დავტოვეო მე იგი კაცთა
ხელოვნების შეთხზული სჯული და ზღაპრულისა სიბრძნით ღონისძიებული რწმუნებაი“. “ზღაპრობის
სიბრზნეს“ ირწმუნებენ ურწმუნონი, ხოლო ჭეშმარიტიი მორწმმუნისათვის ასეთი სიბრძნე მხოლოდ
არარწმენითი შემეცნების საგანია.
რწმენად შეიძლება გვექცეს სიბრძნე, თუ მის მაღალსულიერებას ვირწმუნებთ.
აბო ადრე“ სწავლულ იყო მწიგნობრობითა სარკინოზთაითა“, მაგრამ ეს მოძღვრება“ კაცთა ხელოვნებით
შეთხზული“ იყო.
ხელოვნება(პრაქტიკული ოსტატობაიმდროინდელი მოძღვრებით ადამიანის დემონური
უნარია, სიბრძნე კი ღვთაებრივია. უსიყვარულოდ ვერ შეიცნობა ჭეშმარიტი სიბრძნე. ეს კარგად
ჩანს აბოსა და მსაჯულის საუბრიდან: “ჰრქუა მას მსაჯულმან: “რაი ეგოდენი სიტკბოება გაქუს
ქრისტეის შენისაგან, რომლითა სიკუდილიცა არა გეწყალის თავი შენი? აბო პასუხობს: უკუეთუ
გნებავს ცნობად სიტკბოებაი მისი, შენცა გრწმენიან ქრისტე და ნათელ იღე მისა მიმართ
და მაშინღა ღირს იქმნე ცნობად სიტკბოებისა მისისა“.
„აბოს წამებაში“ არაა მხოლოდ მშრალი თხრობა. მასში ბევრი ქადაგებაა. სანამ
ავტორი სათქმელს იტყვის, ჯერ ამზადებს მსმენლის განწყობას.
იოანე საბანისძის მწერლური მიზანდასახულობა ასე შეიძლება იქნეს ფორმურილირებული:
“ეროვნული თვითგაცნობიერების დაფუძნება რწმენით შემეცნებაზე“ .რწმენით უნდა მოხდეს
სეგრძნება იმისა, რომ “აღვერიენით ერსა უცხოსა“, რომ დავივიწყეთ “მამულისა ჩვეულებისამებრ
სლვაი“ .სწორედ ამის დავიწყებიდან მომდინარეობს ქართველთა ყოველგვარი უბედურებანიო.
ჩვეულებრივ, აგიოგრაფიაში ქვეყნის უბედურებანი აიხსნებოდა საკუთარი ცოდვილიანობის ქადაგებით.
ეროვნულ ღირსებათა ნათელსაყოფად მწერალს წამოყენებული აქვს ოთხი მოტივი:
1) ქართველები მარტონი ვიცავთ ქრისტიანობას კულტურული მსოფლიოს განაპირასო, 2) ხუთას
წელზე მეტი ხანია.რაც ჩვენ ქრისტიანობას ვეზიარეთ,3) ჩვენი სარწმუნოება ეთანატოლება
და 4) ქართლი წმინდანთა სამშობლოაო.
ეს მოტივები განმარტებას ითხოვს:
1)იოანე საბანისძე წერს: ჩვენ ვართო „ყურესა ამას ქუეყანისასა“ განსაცდელში
ზედამდგომელთა ამათ, მფლობელთა ამის ჟამისათა“.
რას ნიშნავს „ყურე ქუეყანისა“?
აქ უპირველესად „ქვეყნის“ მნიშვნელობაა გასარკვევი.
ეს აიხსნება მხოლოდ იმდროინდელი მოძღვრებით “ოიკუმენაზე“ ანუ კულტურულ
მსოფლიოზე, რაც უდრის სსაქრისტიანო მსოფლიოს. ამდენად, “ქვეყანა“ნიშნავს მსოფლიოს ოიკუმენური
გაგებით.
„ქვეყანა“ ძველ ქართულში სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებოდა: “ხმელი“
,მიწა, მსოფლიო, სოფელი, მკვიდრობა, სამკვიდრებული მამული(ი.აბულაძე.ძველი ქართული
ენის ლექსიკონი). “აბოს წამებაშიც “სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვა. ერთ
ადგილას იგი მიწას აღნიშნავს, სხვაგან უფრო ხშირად, მას დღევანდელი მნიშვნელობა აქვს:
“ნერსე მოწოდებულ იქნა ქუეყანად ბაბილოვანისა“, “ნერსე, ვლტოლვილი ქუეყანით თვისით,
შევიდა ქუეყანასა მას ჩრდილოისასა“, “მრავალ არს სოფლები და ქალაქები ქუეყანასა მას“,
“განვლეს ქუეყანაი იგი წარმართთა“, “ვითარცა მოიწინეს იგინი ქუეყანად აფხაზეთისა, მთავარმან
მან ქუეყანისამან შეიწყნარა“, “ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების“, მაგრამ ეს ფაქტები
არ გამორიცხავდა „ქვეყნის“ ხმარებას „მსოფლიოს“ მნიშვნელობით.
თუ ქვეყანაში“ მსოფლიოს მნიშვნელობას არ ამოვიკითხავთ, გაუგებარი დარჩება
ფრაზა: “ვცხოვრობთო ქვეყანის ყურეში“. ოიკუმენური მოძღვრებით, ქართლი სწორედ კულტურული
მსოფლიოს ყურეა. “ყურე“ რომ ძველქართულად განაპირა კუთხეს ნიშნავს, ამას „შუშანიკის
წამებაც“ გვიდასტურებს: “მიეყრდნა ყურესა ერთსა და ტიროდაო“.
აქვეა კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც საბოლოოდ ნათელყოფს, რომ „ქვეყნის ყურე“
ოიკუმენის დასასრულია. როცა ნერსე ერისთავმა თბილისი მეორედ დატოვა, როცა „განვლო მან კარი იგი ოვსეთისანი, რომელსა დარიალან
ერქუმის; შევიდა“ქუეყანასა მას ჩრდილოისასა, სად იგი არს სადგური და საბანაკეი ძეთა
მაგოგისთაი, რომელ არიან ხაზარნი. კაც ველურ, საშინელ პირითა, მხეცის ბუნება, სისხლის
მჭამელ, რომელთა სჯული არა აქუს, გარნა მხოლო ღმერთი შემოქმედი იციანო“. აქ მთავრდება
კულტურული მსოფლიო, ხაზარეთი ოიკუმენის მიღმა სამყაროა. სწორედ ოიკუმენური მოზღვრებით
უნდა აიხსნას ის. საბანისძის მიერ ხაზართა ასეთი დახასიათება, თორემ სუბიექტურად მოსალოდნელი
იყო მისი სხვაგვარი განწყობილება, რადგან ხაზარებმა ნერსე შეიფარეს და შეიწყნარეს,
ხაზარები არაბებს მტრობდნენ, ამიტომ თვით ბერძნებიც კი დაახლოებას ცდილობდნენ მათთან,
ვითარცა თავიანთი მტრების მტრებტან“.
ასე რომ, ქართლის შემდეგ იწყება
სულ სხვა სამყარო, ქართლი ოიკუმენაა, თუმცა მისი დასალიერია, ხაზარები არ შედიან ოიკუმენაში.
„აბოს წამების“ გეოგრაფია ფართოა, მაგრამ იოანე საბანისძე ხაზარეთის შემდეგ
ყველაზე მეტ ყურადღებას აფხაზებისადმი იჩენს. (არავინა ურწმუნოთაგანი მკვიდრად იპოვების
საზღუართა მათთა, რამეტუ საზღვარ მათდა არს ზღვაი იგი პონტოისა, სამკვიდრებელი ყოვლადვე
ქრისტიანეთაი....“) აფხაზეთის საზღვრების მიხედვით აშკარაა, რომ იგი გულისხმობს მთელს
დასავლეთსაქართველოს. თანაც ჩანს, თუ როგორ ერწყმის ბერძნულ სამყაროს. როცა ქვეყნის
მდგომარეობაზე მსჯელობს, იოანე საბანისძის
სიტყვებს შორის ისმის ბერძნებისადმი საყვედური, რომ ჩვენ მარტონი ვართ “ყურესა ქუეყანასა“,
მარტონი ვიცავთ ქრისტიანობასო. ჩრდილოეთით მაგოგთა მოდგმაა, სამხრეთიდან მოდის და თბილისში
ბატონობს დაუძლეველი არაბობა.
ასეთია იოანე საბანისძისეული „სივრცისეული
გააზრება“, ქვეყნის მდგომარეობისა. მისი წარმოდგენები ქვეყნის გეოგრაფიაზე, ქართლის
ადგილზე მათ შორის, რომელიც ეროვნული აზრითაა გაშინაარსებული.კულტურული მსოფლიოს „ყურეში“
ცხოვრება კულტურულ-აღმსარებლობითი თვალთახედვაა გააზრებული. იგი უყურებს ქართლს არა
მხოლოდ როგორც მდებარეს :ამ ცის-ქვეშეთში“, არამედ ჩართულს თვის კულტურულ-აღმსარებლობით
გარემოცვაში.
2)დროთა დინების რა გააზრება წარმოაჩენს ქართველთა ეროვნულ ღირსებას? აი,
ისიც: ქართველებიო“ ხუთასი წლისა ჟამთა და უწინარესთა შჯულ-დებულ ყოფილ არიან წმიდითა
მადლითა ნათლიღებისაითაო“. ხუთასი და კიდევ მეტი წელია,რაც ქართველები მოინათლნენენო.
ეს სიტყვები 786-790 წლებშია თქმული
(თუ ჩვენ აბოს წამების დღემდე მირებულ თარიღს 786-790 წ-ებით ვირწმუნებთ) გამოდის,
რომ ქართველები მონატლულან არა უგვიანეს 286-290 წლებისა, ანუ მესამე საუკუნის დასასრულს,
მაგრამ ჩვენ ხომ 337 წელი ვიცით? ამის შეთანხმება შეიძლება. 337 წ. ქართლში ქრისტიანობის
სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წელია, მაგრამ ქრისტიანობა ქართველთა შორის მანამდე
ვრცელდებოდა.
ყოველივე ამის მიხედვით, ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანი ერი ვართ. იმთავითვე
მიდრეკილნი ვყოფილვართ ქრისტიანობისკენ.
3) ქართველების ეროვნული ღირსების წარმომაჩენელი მესამე მოტივი ასეთია:
“არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოება ესე ღმრთისა მიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა
ამათ მკვიდრთა“? აქ იგულისხმება, რომ საბერძნეთი საქრისტიანოს ცენტრია, ქართლი მისი
დასასრულია და მაინც არ ჩამოუვარდება საბერძნეთს.
ბერძნებთან შენატოლება, უბრალოდ, პატრიოტობით უნდა აიხსნას. ამას კონკრეტულ-ისტორიული
ამბები იწვევდა?
საქმე ისაა, რომ ამ დროს საბერძნეთში ხატთმბრძოლობა იყო გავრცელებული.
საქართველოში ხატთმებრძოლობას არასდროს გაუმარჯვნია. “აბოს წამებაშიც“ ანტიხატთმბრძოლობის
ტენდენციები ჩანს. წმინდანის სხეულის ნაშთების თაყვანისცემა, რომელიც მაშინ ჩვენში
ყოფილა გავრცელებული, ანტიხატთმბრძოლურია (ამას კრძალავენ ხატთმბრძოლი ქრისტიანები).
ყოველივე ზემოაღნიშნულით, ქართლი გამმოდის ჭეშმარიტი აღმსარებლობის დამცველად,
ხოლო საბერძნეთი მის დამრღვევად. ამას კი, შეიძლებოდა, მიეცა საფუძველი იოანე საბანისძისთვის
ქართული სარწმმუნოება ბერძნულთან შეეთანატოლებინა. რასაკვიველია, ეროვნულ ღირსებათა წარმოჩენას ყოველთვის შეიძლება
თან დაჰყვეს ილუზიები, მაგარმ თვით ასეთ ილუზიებსაც აქვს როგორც უარყოფითი ასევე დადებითი
მხარეები.
4) “აბოს წამების“ პირველი თავი მთავრდება შემდეგი სიტყვებით: “ქართლისაცა
მკვიდრთანაქუს სარწმუნოებაი და წოდებულ არს დედად წმიდათა, რომელთამე თვით აქა მკვიდრთა
და რომელიმე უცხოთა და სხვით მოსრულთა ჩუენ შორის ჟამად-ჟამად, მოწამედ გამოჩინებითა“.
ქართლი „დედააო წმინდანთა“, წმინდანთა
მშობელიაო,-ეს მეოთხე და არსებითი საფუძველია აგიოგრაფიისათვის ეროვნულ ღირსებათა წარმოჩენისას.
წმინდა ნინო, რაჟდენ პირველმოწამე, შუშანიკი, ევსტათი მცხეთელი, დავით და კონსტანტინე,
კოლაელი ყრმები, არჩილმ მეფე, ათცამეტიასურელნი მამანი,-ასეთი სიმრავლე წმინდანებისა,
მართლაც აძლევდა საფუძველს ი. საბანისძის მეორე სიტყვებს.
უმთავრესი სათქმელი ი. საბანისძისა ის იყო, რომ უცხოტომნი თავს სწირავენ
სახელდობრ ქართული სარწმუნეოებისთვისო. ამის მაგალითები ადრეც იყო. (შუშანიკი, ევსტათი),
მაგრამ აბომ ეს განსაკუთრბულად ნათელყო, ეროვნულ სიამაყედ იქცა, რომ თვით არაბებზედაც
კი შეგვიძლია ეგრერიგი ზემოქმედება, ასეა ჩამოყალიბებული „აბოს წამებაშიც“ ქართველთა
ეროვნულ-სარწმუნოებრივ ღირსებათა შეგნება.
ქრისტიანობის დაცვა კულტურული მსოფლიოს განაპირას, უძველესი ქრისტიანული
ქვეყნის პატივი< ბერძნებთან შენატოლება, წმინდანთა სამშობლო, -ასეთიაქართლის ღირსებანი,
ესენიაეროვნული თვითშემეცნების მოტივები.
მაგარმ იოანე საბანისძე ეროვნულ თვითშემეცნებას მხოლოდ ღირსებათა შეგრძნებაზე
როდი აფუძნებს. ამ ოთხ მოტივს რომ აყალიბებს, ამას იქვე თან აახლებს ამ ღირსებათა დავიწების
შეგრძნებას; დავივიწყეთო „ჩვეულებისამებრ მამულისა სლვაი“ და „აღვერიენითო ერსა უცხოსა“.
ასეთ ფონზეა მოცემული აბო თბილელის სახე.
აბოა ახალი მოწამე (ამას მრავალგზის იმეორებს ნაწარმოები, და ეს არაა შემთხვევიტი
ფრაზა, იგი ტერმინიცაა). წმინდა აბო ქართველთა „მეოხი“, მათი მხსნელი, ცხადია, სულიერად
მხსნელი. აბის წამებით იწყება განახლება: გაცნობიერება ეროვნული ღირსებებისაც, დღევანდელი
უბედურებებისაც და სამომავლო გზებისაც.
აბო იყო „აბრამეანი, ძეთაგან ისმაილისთა, ტომისაგან სარკინოთაისა“. იგი
გამოეყო აბრამეანთა, რომ შემდეგ მიბრუნებოდა „წიაღისა აბრაჰამისა“ („აბრაჰამის წიაღი“
წმინდანთა სულიერ სავანედ ითვლებოდა სიმბოლურად).
ავტორი ყოველივეს ასე აღავსებს სიმბოლური შინაარსით, თვით მარტივსა და
ყოფითსაც კი და, მეტადრე, ისეთ ფაქტს, როგორიცაა აბოს განშორება თავისი ქვეყნისგან:
„ჩუენდა სოფლად გამოსვლაი იგი არა თუ თვით თავით თვისით განიზრახაო, არამედ ვითარცა
უფალმან ჰრქუა ნეტარსა მას აბრაჰამს მასვე ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, ვითარმედ:
„გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა
და მოვედ ქუეყანასა მას, რომელი მე გიჩუენე შენ“,ეგრეთვე ესე კუალად ნაშობი აბრაჰამისი
არა თუ თვისი გონებით, არამედ წამის-ყოფითა ღმრთისა მიერითა იწვია ესეცა. და დაუტევა
მამაი და დედაი და ძმანი და ნათეავნი და მონაგებნი და აგარაკები“.
აბრაჰამის აბოს სახეში ასეა გაშინაარსებული: აბოც ტოვებს თავის ქვეყანას,
მოდის ქართლში, ეცნობა ქართულ მწიგნობრობას, ეზიარება ახალ რწმენას, ესაუბრება მრავალ
რჯულმეცნიერს, ზოგს ეკამათება კიდევაც.ამ გზით მან უარყო „მამული შჯული“, აბო არისო
„ვარდი ეკალთაგან გამორჩეული”, ეს ჩვეულებრივი ბიბლიური ფრაზა ტტრაფარეტად შეიძლება მიგვეღო, რომ მას
საკმაოდ შინაარსობრივი დატვირთვა არ ჰქონდეს. აბო, არაბთაგან გამოყოფილი პიროვნება,
„ყოველსა ამას ჩუენსა სოფელსა ქართლისასა მეოხედ ჩვენდა“ მოგვევლინა.
არაბობა ერის დამთრგუნველი ძალაა, ჩამხშობი ყველა სიკეთისა. აქედან იწყება
უმთავრესი სათქმელი: ეს დამთრგუნველი, სიკეთის ჩამხშობი ძალა ერმა უნდა გადააქციოს
თვითშემეცნების იმპულსად, ძალად თვითგაცნობიერებისა, უკეთურების სიკეთედ გადაქცევის
მაგალითია აბო, „ვარდი ეკალთაგან გამორჩეული“. და თვით ეს ფაქტი ქართველთა ზემოქმედების
შედეგია.
ესაა უმთავრესი ქვეტექსტი აბოს მხატვრული სახისა და გამოხატულება იოანე
საბანისძის ესთეტიკური თვალთახედვისა. საერთოდ, არც იყო მოსალოდნელი არაბის მოქცევის
ფაქტი იმ დროს საგანგებო განზოგადების გარეშე დარჩენილიყო.
„აბოს წამება“ პოლიჟანრული ნაწარმოებია/ პირველი თავი ქადაგებაა, საკუთრივ
აგიოგრაფიული თხრობა მეორე-მესამე თავებშია, ხოლო მეოთხე თავი („ქება“)ჰიმნოგრაფიული
ხასიათისაა. პირველი და მეოთხე თავები ერთმანეთს ემსგავსება ზოგადი მსჯელობით და მიმართვის
ფორმით.
ამგვარი მსგავსება გულისხმობს განსხვავებასაც; პირველ თავში მსენლისადმია
მიმართვა, მეოთხეში-აბოსადმი,რაც ამ თავს ლირიზმს ანიჭებს.
ბუნებრივია, რომ „აბოს წამების“ სტრუქტურას თვით აბოს სახის ჩვენება განსაზღვრავს.
იგია ნაწარმოების კომპოზიციის „სიმეტრიის ღერძი“ ამის მიხედვით ხდება ნაწარმოებში სათქმელის
განაწილება. როგორც პირველი, ისე მეორე თავი „სიტყვახელოვნებაზეა“ აგებული, მეორე
-მესამე თავები კი აბოს თავგადასავალია.
პირველ თავში მოცემულია ზოგადი მსჯელობა ერის მდგომარეობაზე, მის თვისებებზე
და მის ამოცანებზე, წმინდანთა ზოგად თვისებებზე, ხოლო მეოტხეთავში აღნიშნულია, თუ როგორ
გამოიხატა აბოს სახეში (ხოლო ამის კონკრეტული ჩვენება მესამე-მეოთხე თავებია). საერთო
სტრუქტურა პირველი და მეთხე თავებისა სხვადასხვაგვარია.
ზოგადად პირველი თავის შემადგენელი ნაწილები შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი
პირობითი სახელებით; 1. მსენლისადმი მიმართვა. 2. „გიხაროდენ“. 3. აბო-მუშაკი მეათერთმეტისა
ჟამისა. 4. ჯვარცმულ „ავაზაკსა ემსგავსე“. 5. „შენ მიერ მოგუეახლა ქრისტე“. 6. „უნებლიეთ
წარმოგაჩინეს“. 7. „საკურთხეველი აბელისი“. 8, „ვარდი ეკალთაგან გამოგარჩია“. 9. „ვითარ-მე
გაქებდე“.
პირველ თავში ნათქვამია: ქართველები „გარდაგულარძნესო, რომელიმე მძლავრებით,
რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით
და სხვანი, რომელნი-ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულნი და ნაკლულევნებითა
და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინისა ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი,
ძვირ-ძვირად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“.
როცა ვადარებთ ამ სიტყვებს სათანადო ადგილას მეოთხე თავიდან, ზემოაღნიშნულ
„სიმეტრიულ პარალელიზმს“ ვხედავთ: „შენ ახალი ეგე ქრისტეს მორწმუნეი, მოძღუარ ჩუენდა
იქმენ, სწავლულნი უფროის გულისხმიერ ჰყვენ, შერყეულნი უფროის განამტკიცენ, განმტკიცებულნი
განამხიარულენ, წარმართნი წადიერ ჰყვენ ქრისტეს მონებად, სახსენებელი მარტვილობისა
შენისაი ჩუენ დაგვიტევე, სახელისა შენისა მოთხრობად ყოველთა ქადაგად ვიქმენით“.
პირველ თავში მოცემულიასიმბოლოები ღვთისა: 1. კარი 2.გზა 3. ტარიგი 4.
მწყემსი 5. ალოდი 6. მარგალიტი 7. მარილი 8. ყვავილი 9. ანგელოზი 10. კაცი 11. ღმერთი
12. ნათელი 13.ქვეყანა 14.მარცვალი 15. მატლი 16. მზე სიმართლისა. გამოძიებულია მათი
წყაროები ( კ. კეკელიძე, ი. აბულაძე, რ. ბარამიძე).
მაგრამ წარმოდგება საკითხი; რატომ სწორედ სიმბოლოებია განმარტებული ნაწარმოებში?
აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა ნაწარმოების მთლიანობის გასაგებად?
საქმე ისაა, რომ იგივე ნიშნები მეოთხე თავში მიეწერება აბოს, უმეტესწილად
პირდაპირ, ზოგჯერ კი ნაჩვენებია, თუ როგორაა განსახიარებული აბოში მისი ნიშან-თვისებებით
პიროვნების გამოხატვა მისი სახის ესთეტიკურ მნიშვნელობას უსაზღვროდ ამაღლება. უნდა
ითქვას, რომ ამ პრინციპს თავისებური პერსპექტივა ჰქონდა. საბოლოოდ მას მივყავდით ადამიანის
გაღმერთებამდე რენესანსის ეპოქაში. „ვეფხისტყაოსანში“ ნესტანი დახასიათებულია საღვთო
ატრიბუტებით, როგორც ღვთიური ნიშნები მიეწერება წმინდანს, აქ ისინი გადატანილია საერო
პიროვნებებზე. „აბოს წამებაში“ ღმერთი წმინდანის პირველსახეა, „ვეფხისტყაოსანში“ ადამიანური,
თუნდაც ხორციელი მშვენიერებისა.
შევჩერდები 3 სიმბოლოზე: ღმერთი, ნათელი და მზე სიმართლისა. „ღმერთში“
იოანე საბანისძეს განსაკუთრებით იზიდავს ყოვლისა მომცველობის, ყოვლისმპყრობელობის და
ყოვლისქმნადობის იდეა, ასევე, იდეა ხალხისთვის თავდადებისა. ეს ცნებები, ღვთის ამავსებელნი,
ავტორს სჭირდება აბოს მნიშვნელობის წარმოსაჩენად. როგორც ღვთის სახე შეიძლება დავინახოთ
ყველაფერში, წმ. აბოც ისეთივე ტარიგიცაა და ყვავილიც, კაციც და ანგელოზიც.
„ნათელი“ აბოს სახის უკიდურესად ამაღლებული და განმაზოგადებელი სიმბოლოა.
ნათელი მასშია და მისგან მოდის ნათელი. პირველ თავში აბო სახელით მოხსენიებული არაა.
პირველად ზოგადაადაა ხსენებული მოწამეობა, შემდეგაა „წმინდა მოწამე“ და „ახალი მოწამე“.
აქვეა ნათქვამი: „მან ყოველი კრებული ერთბაშად განანათლაო“. ესაა სულიერი ნათელი. აბოს
სხეულის დაწვის შემდეგ დიდი ნათელი დგება. როცა მისი ფერფლი მტკვარს გაატანეს, იქ,
სადაც აღმართული იყო „ჯვარი ხიდისა“, გამოჩნდა „ვარსკვლავი მოტყინარეი, ვითარცა ლამპარი
ცეცხლისაი“. და ეს ვარსკვლავი „ გამოუტევებდა ბრწყინვალებასა არა თუ ვითარცა ცეცხლი
ესე ქუეყანისაი, არამედ ვითარცა საშინელებაი ელვისაი“.
დიდხანს იდგა ეს ვარრსკვლავი ცაზე ისე, რომ არაბებმა იფიქრეს, ქრისტიანებმა
სანთლები ხომ არ აანთესო. ხიდთან რომ მივიდნენ, „აღმაღლდებოდა ვარსკვლავი ესე ზე ჰაერსა“.
„კუალად მეორესა ღამესა უმეტესღა გამოსცეს განსაკვივებელი ნათელი’. შემდგომ
წყლიდან „აღმობრწყინდეს ნათელი სვეტისა მსგავსად, ვითარცა კრავი უმანკო, შეიწირე შემწვარი
ცეცხლითა“.
ყოველივე ეს ხდება აბოს ნათლის ძალით, იგი დგას სვეტად, რაც იგივე „სვეტიცხოვლის“
იერსახეა, ქართულ სახისმეტყველებაში ნათლის დიდი მნიშვნელობის მაუწყებელი.
ასეა გამოხატული აბო საღვთო სიმბოლოებში. წმინდანის ღირსების შეგრძნებას
აძლირებდა ის, რომ მისი სახე ღვთის გამოსახატავი სიმბოლოებით შეიძლებოდა განცდილიყო.
იგი განიცდებოდა გზად და ტარიგად, ანგელოზად და მზედ და პირუკუ; კარი ან გზა, მარცვალი
და ყვავილი, მიწა და ნათელი-ყოველივე ამას შეეძლო სიმბოლურად წმინდანის სახე მოეგონებინა.
რომანტიკოსები მსგავსი სიმბოლიკით აშინაარსებდნენ ბუნებას და მასში ხედავდნენ ღმრთის
ან წმინდანის სიმბოლოებს.
ანტიარაბული პოლემიკა ქვეტექსტში შეგვიძლია ამოვიცნოთ ღმერთისა და ადამიანის
დაახლოებაში.მაჰმადიანობა აშორიშორებდა ღმერთსა და კაცს. ალაჰი იყო შორეული, მრისხანე
და დაუნდობელი.
„აბოს წამებაში“ სამი ძირითადად სამი პერსონაჟია: აბო, ნერსე ერისთავი
და არაბი მსაჯული.ამასთანავე საკმაოდ შესაგრძნობია ავტორისეული „მეც“. („ სანატრელითა
მით ქრისტეს მიერითა სიყვარულითა შემიყვარე მე, ვიდრეღა-იყავ ამას შინა ჩუენსაო და
სხვ.“)
ნიშანდობლივია ნერსე ერისთავის სახის ჩვენება.მიუხედავად იმისა, რომ ნერსე
საკამოდ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო და ფაქტობრივად, აბოს მოქცევა მისი დამსახურება,
მისი სახე მკრტალადაა წარმოდგენილი ნაწარმოებსი. ნერსეს ოჯახი ერთგვარი ცენტრია მთელი
იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისა.
აქ აღიზარდა გრიგოლ ხანძთელი და აქვე ისახება საფუძვლები საქარტველოს მომავალი გაერთიანებისა.
(ვ. ჭელიძე).
საერთოდ, ბევრ რასმე ტოვებს ავტორი საიდუმლოდ ნერსეს ცხოვრებიდან: კონკრეტულდა
არც ის ვიცით, რატომ შეიპყრეს ნერსე, ან მეორედ რატომ დატოვა თბილისი; ავტორი არ განმარტავს,
რომ ხაზარეთს წასვლა ანტიარაბული მიზნებით უნდა მომხდარიყო. ზოგადად ისეთი შთაბეჭდილება
იქმნება, რომ ავტორი, თითქოს, განზრახ, იდუმალებიტ მოსავს ნერსეს სახეს და, მაინც,
თვითკმარი მნიშვნელობა ნერსეს სახეს არ აქვს. იგი მხოლოდ „ფონია“ აბოს სახის წარმოსაჩენად.
ნერსეს ცხოვრებიდან მხოლოდ ისაა მოხმობილი, რაც აბოს თავგადასავლის უმთავრეს მომენტებს
უკავშირდება, სხვა კი არ ჩანს.
შუა საუკუნეებმა სულიერი განდეგილობის
ორი სახე იცის.პირობითად რომ ვთქვათ, ერთია უდაბნოში განდეგილად ცხოვრება ანუ განდეგილობა
მარტომყოფისა, ხოლო მეორეა მარტოსულობის განცდა ხალხში ყოფნისას. აბოს სახეში ორივეა.
მაგრამ ამითაც არ ამოიწურება მისი მნიშვნელობა. აბო სხვას უნდა გადაექცეს თვითგაცნობიერების
მაგალითად. იოანე საბანისძე აბოს სახეს აქცევს მსმენელში საკუთარი „მეს’ გაცნობიერების
იმპულსად და ამ გზით მსმენლში გაცნობიერებული „მე“ არ იტვალისწინებს თავის თავში ჩაკეტვას.
ამ ნაწარმოებში „ჩვენ“ არ გულისხმობს მხოლოდ აბსტაქტულ ზოგადობას- „ჩვენ ქრისტიანები“.
„ჩვენ“ დაკონკრეტებულია ეროვნული შინაარსით და მასთან მიზიარებულია- ჩვენი სარწმუნოება,
ჩვენი ადგილი ამ ქვეყნად, დრონი ცხოვრებისა და ა.შ. როცა მთავრდება ნაწარმოები დაქებითი
მიმართვაა აბოსადმი, კვლავ შემოდის „ჩვენ“ ზემოაღნიშნული შინაარსით. ეს კი თხზულების
მთლიანობას განაპირობებს.
ამრიგად,
1.იოანე საბანისძის თვალთხედვანი
უკავშირდება ეროვნულ თვითშემეცნებას, რაც, თავის მხრივ, ემყარება რწმენით ცნობიერებას
( რწმენითი და არარწმენითი შემეცნების ურთიერთდაპირისპირებას).
2. ეროვნული თვითცნობიერება ნაწარმოებში ზირითადად წარიმართება არა მხოლოდ
საკუთარი ცოდვილიანობის შეგრძნებით, რაც ჩვეულებრივი მოტივია იმდროინდელ მწერლობაში,
არამედ ეროვნულ ღირსებათა გააზრებით, რისთვისაც წამოყენებულია ოთხი მოტივი.
პირველი. ქართველები ქვეყნის დასასრულს ცხოვრობენ და მატონი იცავენ ქრისტიანობას.
მეორე. ქართლი ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. მესამე. ქართული სარწმუნოება ბერძნულისას
ეთანასწორება. მეოთხე.ქართლი წმინდანთა სამშობლოაო.
3. ნაწარმოებში მოცემულია ეროვნული ვითარების სივრცული და დროითი მოზრება:
გააზრებულია ქართლის ადგილი ოიკუმენაში, ანუ კულტურულ მსოფლიოში. პესიმიზმს თავისებურად
უპირისპირდება ეროვნული ოპტიმიზმი. „ოიკუმენას“ აღნიშნავს „ქვეყანა“ (თუმცა ეს სიტყვა
სხვა მნიშვნელობითაც იხმარება). ქართლი ოიკუმენას დასასრულია, რომლის იქით იწყება ოიკუმენისმიღმური,
ურწმუნო და უკულტურო სამყარო.
4. აბო ვითარცა არაბებიდან მოსული, დამთრგუნველი ძალის სიკეთედ გადაქცევის
სიმბოლოა. დამთრგუნველი ძალის სიკეთედ გადაქცევა ქართელთა საკუთარი ძალისხმევით უნდა
მოხდეს.
5. ბერძნებთან შეთანასწორებსი საფუძველი იოანე საბანისძისთვის უნდა მიეცა
ბიზანტიაში ხატთმბრძოლობის გავრჩელებას. „აბოს წამებაში“ თავს იჩენს ანტიხატთმბრძოლური
ტენდენციები.
6. “აბოს წამების“ კომპოზიცია აგებულია
„ღერძული სიმეტრიის“ მიხედვით. პირველ თავში
მოცემულია ზოგადი იდეალები, მათი რეალიზაციაა მეორე-მესამე თავები, ხოლო მათი ლირიკული
უკუფენა მეოთხე თავშია. ეს განსაზღვრავს პირველ-მეოთხე თავებს შორის მსგავსება-განსხვავებას.ნაწარმოების
ამგვარი აგებულება შეიძლება გამოისახოს შემდეგი სქემით: a ( პირველით )-b ( მეორით
და პირველით )-a( მეთხით ).
7. ნაწარმოების კომპოზიციური წყაროების ამგვარი მოდელი იოანე საბანისძეს
საშუალებას აძლევს, საყურადღებო პოლიტიკური ამოცანები განახორციელოს. პირველ თავში
განმარტებული საღვთო სიმბოლოები მეოთხე თავში მიემართება აბოს. საღვთო სიმბოლოებით
პერსონაჟის გამოხატვა მის ესთეტიკურ პოტენციალს ზრდის.
8.“აბოს წამებაში“ ანტირაბული პოლემიკის ნიშნით წარიმართება ადამიანისა
და ღმერთის დახლოება, რამაც, აგრეთვე, ახლებური ესთეტიკური პერსპექტივა ჰპოვა საერო
მწერლობაში, ამის ნათელი ნიმუშია ერთი გამოცალკევებული მონაკვეთი ნაწარმოების მეოთხე
თავიდან. აქ აბოს სული ერი სიმართლე სიკეთის 7 ზეაღმავალ საფეხურთანაა შეფარდებული.
ეს საფეხურები თავისებურად ესადაგება ფრესკათა განლაგების პრინციპებს ქართულ ტაძრებსი.
9. ნაწარმოების ღერძს ქმნის თვითშემეცნება. საკუთარი „მეს“ შემეცნება არაა
დაკავშირებული მხოლოდ ქრისტიანული მწერლობის ცნობილ კონვენციურ მოტივთან - „ჩვენ ქრისტიანები“.
„მე“ დაკავშირებულია ეროვნულ თვითშემეცნებასთან, რაც იოანე საბანისძის ესთეტიკურ-პოლიტიკურ
თვალთხედვის განმსაზღვრელია.
უკვე წარმოდგენილი მოსაზრებები ეკუთვნის რევაზ სირაძეს.
წმინდა ჰაბოს სახელად აბო არ ერქვა. არაბი კაცის რთული შემადგენლობის სახელს
სიტყვა „აბუ“ (მამა) მაშინ ემატება ხოლმე,
როცა მას შვილი შეეძინება. არაბ ყმაწვილს ცოლ-შვილი არ ჰყავდა. სრულიად უეჭველია,
რომ მას ერქვა ჰაბიბი (ძვირფასი, საყვარელი), რაც ქართველებს „ჰაბოთი“ შეუცვლიათ. ტექსტიდან ჩანს ისიც, რომ კეთილშობილი
გვარის შთამომავალ ჰაბიბს ბაღდადში ჰყოლია ოჯახი, ჰქონდა გარკვეული მატერიალური ქონებაც.
აბო თავისი ნებით წამოვიდა ქართლში. ჩანს, იგი თავისუფალი ხელოსანი იყო.
სად უნდა შეხვედროდა აბო ნერსე ერისთავს? როცა ნერსე გაათავისუფლეს, იგი მაშინვე არ წამოვიდა ქართლში. ახალი ხალიფა ციხიდან
გათავისუფლების შემდეგ უთუოდ უმასპინძლებდა ნერსეს და საფიქრებელია, რომ სწორედ ხალიფას
კარზე ცხოვრების დროს შეხვდა ჰაბიბი ნერსეს, სავარაუდოა, რომ მენელსაცხებლედ ხალიფას
კარზე მსახურობდა იგი. ჩანს, მაძიებლური ბუნების, დაუდეგარი ხასიათის მქონე იყო ეს
ყმაწვილი. როცა საბანისძე იმასაც გვეუბნება, რომ ჰაბო ღმერთმ წამოიყვანა ქართლისკენ,
ჩანს, უნდა ვიფიქროთ, რომს შინაგანად დაინტერესებული იყო აბო ქრისტიანობით, ქვეცნობიერად
იზიდავდა ეს სჯული, რომლის მიმდევარიც ნერსე იყო და, ერთადერთი თუ არა,-ერთ-ერთ მიზეზი
ეს იყო, რის გამოც აბო ქართლისკენ წამოჰყვა ნერსეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც მაჰმადიანი
იყო და ისევ მეჩეთში ლოცულობდა, ქართლში მას ფართოდ გაუხსნეს ეკლესიის კარი, სადაც
ქრისტიანობას სწავლობდა და ზოგჯერ მღვდლებთან კამათობდა კიდეც. ეს ვითარება სრულიად
განსხავდება, ვთქვათ, „ცხრა ძმა კოლაელთა წამებაში“ აღწერილი ვითარებისგან,- იქ ვხედავთ,
რომ წარმართ ბავშვებს ნათლისღებაზე არ უშვებენ ეკლესიაში. მერვე საუკუნის ქართლში სხვა
მდგომარეობაა- ოღონდ დაინტერესდეს ქრისტიანობით და ეკლესიაში მაჰმადიანსაც კი უშვებენ.
ჰაბიბი წინაპართა სჯულის მოღალატ კი არაა, არამედ ის ადამიანი, რომელიც
ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის არჩევანს ჭეშმარიტების სასარგებლოდ აკეთებს, ჭეშმარიტების
მსახური ხდება. უნდა, რომ ჭეშმარიტებას ემსახურებოდნენ არაბები; ამდენად, იგი ქვეყნის
პატრიოტია.
თუ დავაკვირდებით, შევნიშავთ, რომ სიკვდილის დასჯის წინ ნეტარ ჰაბოს საპყრობილეში
ხატი არა აქვს. საბანისძე ყველაფერს დეტალურად აღწერს, ხატს კი არ ახსენებს. ხატთაყვანისმცემელი
საბანისძე იქნებ იმიტომ აღწერს ყველაფერს ასე დტალურად, რათა დაგვანახოს, რომ, როცა
საპყრობილეში ლოცულობდა აბო, თან ხატი აქ ჰქონია. ვფიქრობთ, არ არის ძნელი მისახვედრი,
თუ რად მოხდა ასე,- არაბებმა, რომლებიც ხატთაყვანისმცემლობას უჭერდნენ მხარს, საპყრობილეში
ხატი არ შეატანინეს ჰაბოს. არ არის საეჭვო, რომ ხატთაყვანისმცემელია ი. საბანისძე,
მაგრამ მის ნაწარმოებსი ხატის ხსენებაც კი არ არის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური
მოსაზრების გამო ბიზანტიის იმ ძალების გაღიზიანებას ერიდება ი. საბანისძე, რომლებიც,
როგორც ჩანს, ჯერაც იმყოსებიან ხელისუფლებაში. ამიტომ არის იოანე საბანისძე იზულებული,
რომ შეფარულად ადიდოს ხატთაყვანისცემა. ერთიც უნდა ითქვას- მცირერიცხოვანი ქართლი დიდ
ბიზანტიაზე უკეთ იცავს მართლმორწმუნეობას, რაც არაამპარტავნული სიამაყით ავსებს იოანე
საბანისძეს, და, ჩანს, ესეც უნდა იყოს მიზეზი ამ სიტყვებისა: „არა ხოლო თუ ბერძენთა
სარწმუნოებაი ესე ღმრთისა მიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელითა ამათ მკვიდრთა“.
„მხნედ მიითვლიდა მახვილსა’, - ასე ასათაურებს თავის წერილს ვახტანგ როდონაია.
იგი იშველიებს კორნელი კეკელიძის ნათქვამს, რომ იოანე საბანისძე „აბოს წამების“ დაწერით
„მკვეთრი ეროვნული ლოზუნგით გამოვიდა“.
იოანე საბანისძე, - აღნიშნავს ავტორი, - თანამემემულეთ შეახსენებს, რომ
ეროვნულ გრძნობას გაფრთხილება სჭირდება. გაფრთხილება და გამხნევება მერვე საუკუნეში
მცხოვრებ ქართველს სწორად რომ სჭირდებოდა. ამ დროს ჩვენი ქვეყანა ხომ არაბობის მძიმე
უღელქვეშ იმყოფებოდა, ქართლმა პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაკარგა და მძიმედ დაიხარკა.
მთავარი საფრთხე კი მაინც ის იყო, რომ თვით ქართველი კაცის სულში გაჩნდა ბზარი. ეს
ზნეობრივი საყრდენის მოშლამ გამოიწვია. ქვეყნად შიშმა დაისადგურა. ხოლო სადაც შიში
ბატონობდა, იქ პიროვნება ითრგუნება, ხალხი-პიროვნებათა ერთიანობა, უსუსურ ბრბოდ იქცევა.
ზნეობრივი საყრდენის გარეშე ადამიანი მერყევია. ამას ნათლად ხედავს იოანე საბანისძე,
როცა გვიხატავს თანამემამულეთ, რომელნიც „შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი
ქართაგან ძლიერთა“.
ქართლში, შიშით დათრგუნულ გარემოში, სადაც მომხვდური უფლობს, არავინაა
თავისი თავის ბატონ-პატრონი, არავინაა თავისუფალი. შემთხვევითი როდია, რომ ქართველთა
შორის ყველაზე დაწინაურებული კაცი, ნერსე ერისთავი, ბაღდადში ხალიფას ჰყავს ტყვედ?!
მის ბედ-იღბალს ხალიფა განაგებს.
ინება არაბთა მბრძანებელმა და ხალიფა თბილისში გამოისტუმრა. „თავისუფალ“
ერისმთავარს ქართლში გამოჰყვა ბაღდადელი მენელსაცხებლე, ჭაბუკი აბო. ამის შემდეგ დიდგვაროვანი
ქართველისა და უბრალო არაბი ჭაბუკის სავალი გზა კარგა ხანს ერთი იქნება.
ჰაგიოგრაფი გვიჩვენებს, რომ აბომ ქართლში კი შეიყვარა ქრისტიანობა, ფარულად
მარხულობდა და ლოცულობდა, მაგარმ „ვერ განაცხადებდა თავსა თვისსა სრულიად ქრისტიანად“,
მწერალი გვეუბნება, რომ ამის მიზეზი შიში იყო. („ეშინოდა სოფლის მპყრობელთა მათ ზედამდგომელთა
ჩუენთა სარკინოზთაგან“). აბოს ჯერ კიდევ სჭირდება სულიერი სიმყარის მოპოვება, ამავდროულად
კვლავ „შემენილი“ ნერსე სარკინოზთა შიშით ქართლს ტოვებს.
ერისმთავარი ხაზარეთს მიდის, მას ამალაში აბოც ახლავს. ხაზარეთში მოინათლა
აბო. იქ იგულა თავი უშიშრად. ამის შემდეგ გზა აფხაზეთისკენ მიემართება. ჰაგიოგრაფის
თქმით, „კრძალულ იყო ქუეყანაი იგი შიშისგან სარკინოზთაისა“. იოანე საბანისძე იმასაც
გვიჩვენებს, რომ ნერსე და მისი მხლებელნი „უშიშრად ვიოდეს“.
მერვე საუკუნეში დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, ქართლისგან სრულიად
განსხვავებული ვითარებაა. აქ ყველა ქრისტიანია. ლტოლვილებს აფხაზეთში საფრთხე არ ემუქრებათ,
მაგარმ ნერსე ერისთავსა და აბოს მაინც ერთი სურვილი ამოძრავებდათ: ქართლში დაბრუნება.
ამის შესაძლებლობაც მალე გაჩნდა. ქართლში ნერსეს დისწული, სტეფანოზ გურგენის
ძე დანიშნეს ერისმთავრად. ნერსემ ამით ისარგებლა
და არაბებისგან უსაფრთხოების გარანტია ითხოვა, „ რაითა უშიშყონ ბოროტისაგან და გამოვიდეს
ხსნილად ყოვლით ერით მისითურთ“. „ერი მისი“ აქ ნერსეს თანამხლებლებს გულისხმობს. მაგარამ
აბო მათგან გამოსარჩევია, ნერსე თუ უსაფრთხოებას ესწრაფვის, აბო, პირიქით, ხიფათს ეძებს.
აფხაზეთის მთავარი ცდილობს, აბოს ხელი ააღებინოს უკან დაბრუნებაზე. ეშინია
მთავარს, სარკინოზებმა რჯულგამოცვლილი არაბი კვლავ ძველ რჯულზე არ მიაქციონ, მაგარმ
აბოს გადაწყვეტილება ურყევია: „.....და აწ შენ ნუ დამაყენებ მე, ღმრთის მსახურო, რამეთუ
რაი მადლი არს ჩემი ყოფაი აქა, სადა არა არს შიში, არცა სიკუდილი ქრისტეისათვის“. მას
ადრე თუ ეშინოდა, ახლა გაცხადდებულ ქრისტიანად ყოფნა სურს: აშკარაა, რომ აბომ შიშის
დაძლევის გზაზე უკვე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ვნახოთ, შეძლებს იგი სიტყვის საქმედ ქცევას?
ქართლში ჭეშმარიტ ქრისტიანად დაბრუნებული აბო თანამემამულეთა მრავალ შემოტევას
იგერიებს, ზემოქმედების ხერხები სხვადასხვაგვაარია: საყვედური, გინება, დაშინება, დევნა,
დარწმუნება. ვერაფერმა ვერ გაჭრა. აბო „განმტკიცებულ იყო ქრისტეის მიმართ და არავისგან
შეძრწუნდებოდა“.
სამი წლის შემდეგ დადგება მისი დასჯის დრო.
იოანე საბანისძე დაწვრილებით
აღწერს არაბი ჭაბუკის საუბარს მსაჯულთან, მსაჯული ამაოდ ცდილობს, ამქვეყნიური პატივით,
ოქროთი და ვერცხლით აცდუნოს. დახარკულთა და „ნაკლლევანთათვის“ სიმდიდრის შეთავაზება
ხომ ნაცადი ხერხია.
ამის შემდეგ ააღწრილია აბოს საპყრობილეში ყოფნის დღეები. „ცრუმოძღართა
და შემასმენელთა“ ახალი ცდები მოწამის განდრეკისა. სულიერი მხნეობის ახალ-ახალი მაგალითებით
აბო მკითხველის თავში უფრო და უფრო მაღლდება.
ბოლოს მსაჯული კვლავ იბარებს და სიკვდილით აშინებს მას. როცა ვერც ეს გაჭრის,
აბოს თავს მოჰკვეთენ.
სივდილით დასჯის ეპიზოდი შინაგან საოცრად დაძაბულია. მტარვაალნი ცდილობენ,
სიკვდილის შიშით გადაიბირონ აბო, თუმცა არაფერი გამოუვათ: „და სცეს მახვილი სამგზის,
რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ შიშითა სიკვდილისაითა განაშორონ იგი ქრისტესა, ხოლო წმინდაი
იგი მარტვილი მხნედ მიითუალვიდა მახვილსა, ვითარმედი შეჰვედრა სული თვისი მახვილსა“,
- ვკითხულობთ „აბოს წამებაში“.
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების მკითხველი აშკარად დაინახავს, რომ უხეშმა ფიზიკურმა
ძალამ როგორ გაანადგურა სიწმინდე. ძალმომრეობა თითქოს გამარჯვებას უნდა ზეიმობდეს,
მაგარმ ძალადობა სინემდვილეში სისუსტე ყოფილა. მრავალთა და მრავალთა დამშინებელნი უცნაური
ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ: ადამიანი სიკვდილის შიშმაც ვერ გატეხა. უხეში ფიზიკური ზემოქმედების
მოიმედენი დაფრთხნენ. ი. საბანისძე გვიჩვენებს, როგორ ეფლება მათ არსებას შიში. აბოს
მკვლელები ვერ ისვენებენ. მათ თვიანთი მსხვერპლი აშინებთ.
„შურით აღვსილნი“ მივლენ ამირასთან და მას ასე დაიყოლიებენ „აწ ბრძანე
გუამი მისი მოცემად ჩუენდა, რაითა განვიღოთ და დავწვათ იგი ცეცხლითა და განვაქარვოთ
იგი და აღვხოცოთ საცთური ქრისტიანეთაი, რაითა იხილონ ყოველთა და შეეშეინოს და რომელნიმე
მათგანნი მოიქცენ ჩუენდა და ჩუენგანთა ეშინოდეს და არღარა შეუდგეს სწავლასა ქრისტიანეთასა“.
თავად შეშინებულები სხვათა დაშინებას ცდილობენ. ამირამ ისინი თავის ნებაზე მიუშვა,
მაგრამ აბოს ჯალათები კვლავ ვერ ისვენებდნენ. ახლა მოწამის დაღვრილი სისხლისა ეშინიათ.
ამიტომ მოთხარეს სისხლიანი მიწა. წამებული გვამი ურემზე დადეს, ქალაქგარეთ გაიტანეს
და იქ დაწვეს, ძვლები დაფერფლი მტკვარში ჩაყარეს.
უთანასწორო ბრძოლა დასრულდა. აბოს გვამსაც კი გაუსწორდნენ, მაგრამ მისი
მოწამეობრივი ღვაწლი ამის შემდეგ ხდება განსაკუთღბით მნიშვნელოვანი. ის ქართველები,
რომლებიც „შიშითა განილეოდნენ და ირყეოდნენ“, მისაბაძ მაგალითს ნახავენ და შიშს განაგდებენ.
პირონება აღორძინდა!
ქართაგან შერყეულ ლერწამს ახლა სხვა ხატი-ლაღი ირემი ენაცვლება. აბოს ღვაწლმა
შეუძლებელი შეაძლებინა თვით ხეიბართაც კი. „აბოს წამების“ ავტორი შიშის დათრგუნვის
ზეიმს გვიხატავს.: „მაშინ იწყო სიმრავლემან ქალაქისმან ქრისტიანეთამან და განაგდეს
შიში მძლავრთაი მათ და განვიდოდეს ყოველნივე ადგილსა მას, სადაცა დაწუნეს ხორცნი იგი
წმიდისა მოწამისანი, მოხუცებულნი კუერთხებითა თვისითა, მხელობელნი-ვლდომით, ვითარცა
ირემნი, ჭაბუკნი სრბით, ყრმანი ხდომით ურთიერთას...
დიდი სიცხადით გამოიკვეთა ჰაგიოგრაფის მიზანი; მოწამის მიერ განვლილი სულიერი
ამაღლების სხვებისთვის მაგალითი აღმოჩნდა მაცხოვრის მობაძავი მოწამის მიერ შიშის დაძლევამ
სხვა ქრისტიანებსაც იგივე შეაძლებინა. ძალმომრეობით ადამიანის დათრგუნვა შეუძლებელი
გახდა. თავისუბლება თურმე შიშის დაძლევით, პიროვნების აღორძინებით მიიღწევა.
„აბოს წამების“ ავტორმა თავისი ეროვნული პოზიცია ნათლად გამოხატა. მან
ქართველები სარწმუნოებრივად ბიზანტიელებს გაუტოლა და ამით ეროვნული სიამაყის გრძნობა
გაუღვივა მათ: „არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოებაი ესე ღმრთისამიერი მოიპოვეს, არამედ
ჩუენცა, შორიელთა ამას მკვიდრთა“.
იოანე საბანისძემ მწარე მამულიშვილური გულისტკივილი გამოთქვა, თანამემამულეთ
გადაგვარების საფრთხე დაანახვა და ამით ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება შთააგონა:
„აღვერიენით ერსა უცხოსა... რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდით გულისთქუმასა
გულთა ჩვენთასა მიბაძვებითა მითითა..“
შიში გულისთქმის მონებაა, ეგოიზმია,
თავკერძობაა.
ბრძენს უთქვამს: „გარეშე-ბრძოლანი, შინაგან-შიშნი“.
„გარეშე ბრძოლანი ადამიანს ვერაფერს
დააკლებს, თუ თვით იქნა თავისი უფალი, სძლია გულისთქმას, სძლია შიშს.
იოანე საბანისძემ დაგვანახა, რომ ეროვნული თავისუფლება მჭიდროდ უკავშირდება
პიროვნების ამაღლებას, სრულყოფას, მის სულიერ წინსვლას, ამიტომ დაგვიხატა მან მოწამის
მიერ განვლილი შიშის დაძლევის გზა ასე ტვალნათლივ.
ქართულ ლიტერატურისმცონეობაში „აბოს წამება“ საეტაპო ნაწარმოებადაა მიჩნეული
ეროვნული იდეალების დამკვიდრების თვალსაზრისით, -აღნიშნავს ნინო ნაკუდაშვილი, -თხზულების
ავტორი, იოანე საბანისძეა, როგორც თხზულების სათაურში აღნიშნული: „წამებაი წმინდა მოწამისა
ჰაბოისი, გამოთქმული იოანე, ძისა საბანისი“.
ამგვარადვე ამგვარადვე მოიხსენიებს მას თხზულების დამკვეთი სამოელ კათალიკოსი, რომელთან
მიმოწერაც იოანეს თან დაურთავს ნაწაარმოებისათვის. სამოელ კათალიკოსის წერილიდან ჩანს,
რომ იოანე მის მიერ აღწერილი ამბის თანამედროვე
და თვითმხილველი ყოფილა. ამასთან, როგორც ჩანს, იოანეს აბოსთან მეგობრობაც აკავ/სირებდა,
რასაც თავადვე გვამცნობს. „სანატრელითა ქრისტეისმიერითა საიყვარულითა შემიყუარე მე,
ვიდრე იყავღა სოფელსა ამას შინა ჩუენსა“,- ასე მიმართავს იგი ტექსტში აბოს.
სამოელ კათალიკოსის თქმით, როდესაც აბო სიკვდილით დაუსჯიათ, მას მოუსურვებია,
რომ აღწერილი ყოფილიყო მოწამის ღვაწლი და მარტვილობა „მოსახსენებლად ყოველთა, ვინ იყვნენ
შემდგომად ჩუენსა“. მას ეს საქმე უაღრესად განსწავლული კაცის, იოანე საბანისძისთვის
დაუვალებია. „ჩვენ თვით უწყით ღმრთივმომადლებული შენი მეცნიერებაი საღმრთოთა წიგნითაი’,
- სწერს იგი იოანეს, - ამიტომ აღწერე ჭეშმარიტად ესე ამბავი, როგორც იყო და ჩვენ გამოგვიგზავნეო.
იოანეს, კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ, რაც აგიოგრაფიისთვის ჩვეული თავმდაბლობით იყო
გამოწვეული, შეუსრულებია ეს ბრძანება, აღუწერია აბოს მარტვილობა და ხელნაწერი სამოელ
კათალიკოსისთვის გაუგზავნია.
სამოელის ქართლის კათალიკოსად ყოფნას ისტორიკოსები 780-790 წლებში ვარაუდობენ. იოანე საბანისძის შესახებ კი
ცნობები არ მოგვეპოვება. ჩვენ დანამდვილებით ისიც კი არ ვიცით, სასუკიერო პირი იყო
ტუ საერო.
თხზულებაში მოცემულია ქრონოლოგიური ცნობები, რომელთა გათვალისწინებითაც
კორნელი კეკელიძემ შეძლო ზუსტად დაეთარიღებინა „აბოს წამება“.
ავტორი გვეუბნება, რომ აბო მოუკლავთ „დასაბამითგან“, ანუ ქვეყნის გაჩენიდან,
6424 წელს. ამას უნდა გამოვაკლოთ 5604 წელი, რადგან ადამიანის გაჩენიდან ქრისტეს დაბადებამდე
ქრთველები სწორედ 5604 წელს ითვლიდნენ,და 34 წელი ქრისტეს სიკვდილამდე (ვინაიდან ავტორი
ათვლას იწყებს ქრისტეს ვნება-სიკვდილიდა), ე.ი. სულ 5638, მივიღბთ 6424-5638=786. მაშასადამე,
აბო უწამებიათ 786 წლის 6 იანვარს, თუმცა მისი მოსახსენიებელი დღე ქართულ ეკლესიაში
7 იანვარს დაწესდა, რადგან 6 იანვარი ნათლისღებაა და ამ დღესასწაულის დროს არც ერთი
მოწამის მოხსნიება არ შეიზლებოდა/
როგორც ვარაუდობენ, თხზულება დაწერილი უნდა იყოს აბოს გარდაცვალების უმალვე,
ამ ტრაგიკულ ამბის უშუალო შთაბეჭდილების ქვეშ.
თხზუებაში გადმოცემული ამბავი თბილისში, ხაზარეთსა და აფხაზეთი ხდება.
აბოს მოწამეობრივი აღსასრული თბილისია. ამირას სასახლე, რომლის ეზოშიც
მას თავი მოჰკვეთეს, დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო. მოწამის
გვამი ურემზე დადეს და ქალაქს გარეთ გაიტანეს დასაწვავად, კერძოდ, იმ ადგილას, „რომელსა
საგოდებელი ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათა“. ეს ადგილი მტკვრის
გაღმა, მეტეხის ციხის მახლობლად იყო. დაწვის შემდეგ ფერფლი მტკვარში ჩაყარეს, „ქუეშე
ხიდსა მას ქალაქისასა“. იგულისხმება მეტეხის ძირში არსებული ავლაბრის ხიდი. იქვე, კლდეში,
აბოს სახელობის ნიშია, სადაც ჩვენ დროში მოწამის სახელზე მცირე ეკლესია აიგო.
იოანე საბანისძის „აბოს წამება“ აგიოგრაფიული ჟანრის ძეგლია და სავსებით
თავსდება ამ ჟანრის სპეციფიკის ჩარჩოებში.
თხზულება საყურადღებოა მრავალი თვალსაზრისით. პირველ ყოვლისა, მასში აღძრული
მსოფლმხედველობრივი და ეროვნული პრობლემებით. მთავარი მოქმედი პირის შინაგანი განცდების
გამოვლენით, სიმბოლოთა რთული სისტემის გააზრება-კომენტარებით, ნაწარმეობზე ეპისტოლარული
მემკვიდრეობის დართვით (ავტორის და შემკვეთის მიმოწერა), კომპოზიციური თვისებურებით,
ჟანრული მრავალფეროვნებით ( პირველი თავი ქადაგებით, მეორე-მესამე აგიოგრაფიული თხრობა,
მეოთხე ადრეული ჰიმნოგრაფიული პოეზიის ნიმუში).
როგორც აღნიშნავენ, იოანე საბანისძის თხზულება ერთადერთი ძეგლია ქართულ
აგიოგრაფიაში, რომელიც ქრისტიანული სიმბოლოთა განმარტებას მოიცავს.
სიმბოლო უზარმაზარ როლს თამაშობს ქრისტიანულ ესთეტიკაში. თვით ქრისტიანული
ღვთისმსახურება და ეკლესიის შენობაც კი სიმბოლურად გაიაზრება. სიმბოლური მნიშვნელობა
აქვს ღვთისმსახურების დროს შესრასრულებელი ზიარების აქტში გამოყენებულ პროდუქტს-პურსა
და ღვინოს. ისინი ქრისტეს ხორცისა და სისხლის სიმბოლოებს წარმოასგენენ, რომელსაც უნდა
ეზიაროს მორწმუნე.
ვინაიდან ქრისტიანული ღმერთი მიწვდომელი იყო, შეუძლებლად ითვლებოდა რაიმე
ეპითიეტით ან სიტყვით მისი ამომწურავი დახასიათება. ამიტომ შეიქმნა სიმბოლოთა მთელი
სისტემა, რომელიც, თეოლოგიის აზრით მიახლოებით განგვიმარტადნენ ღვთაების არსს. სწორედ
ღვთაების შეუცნობლობას უსვამს ხაზს იოანე საბანისძე, როცა რნიშნავს: „ ვერ შემძლებელ
ვართ ჩუენ მიწვდომად სიმდიდრეს მას სახელისა მისისა“. და იქნებ სიმბოლოთა მეოხებით ნაწილობრივ მაინც ჩავწვდეთ მის არსსო.
იოანე საბანისძე ჩამოთვლის უფლის თექსვმეტ სიმბოლოს:“ კარი, გზა, ტარიგი,
მწყემსი, ლოდი, მარგალიტი, ყვავილი, ანგელოზი, კაცი, მარგალიტი, ქვეყანა, მარცვალი,
მზე და გვაძლევს მატ მოკლე ახსნა განმარტებას. არა თავით თვისით , როგორც აღნიშნავს
ავტორი, არამედ წმინდა წერილზე და საეკლესიო მამათა თხზულებებზე დაყრდნობით.
ავტორის სახით წარმოგვიდგება ერის ბედზე მზრუნველი სულიერი მამ, რომელსაც
სურს ეკვდავყოფილი იყოს იმ გმირის სახე, მომავალ თაობებს თავგანწირვის მაგალითს რომ
უჩვენებს. ამავე წერილიდან ვიგებთ, რომ იკვეთება მომავალი თხზულების დანიშნულებაც:
აბოს ღვაწლის აღწერა განძად უნდა დაიდოს ეკლესიაში „მოსახსენებლად ყოველთა“. აქვეა
ჩამოყალიბებული აგიოგრაფიული თხრობის მთავარი პრინციპი, ყველაფერი ზუსტად ისე უნდა
გადმოიცეს, როგორც სინამდვილეში მოხდა; „ხელყავ გამოთქუმად სრულიად ჭეშმარიტად, ვითარ-იგი
იყო და ვითარცა, შენ თვით უწყი“. როგორც ვხედავთ, ეს პატარა ბარათი საკმაოდ მდიდარ
ინფორმაციას შეიცავს.
იოანეს წერილიდა კი მისი მოკრძალებული ბუნება გამოსჭვივის: იგი შიშობს,
ვაითუ ვერ შეძლოს ესოდენ საპასუხისმგებლო საქმის ღირსეულად დაგვირგვინება, ამასთან
ერთად მას სამოელ კათალიკოსის განაწყენებაც არ სურს, რადგან ნათქვამია: „შვილი ურჩი
წარსაწყნედელად მიეცესო“. ბოლოს ავტორს ნუგეშად სოლომონის შეგონება მოჰყავს: „ ჰბაძვედ
ჯინველს, მდგარო და, იქმენ მუშაკ მსგავს მისა“.
როგორც ვნახეთ, „აბოს წამება“ პოლიჟანრულ ნაწარმოებს წარმოადგენს, პირველი
თავი ქააგებაა და ლიტერატურის მკვლევარების აზრით, ნაწარმოებიდან მხოლოდ ამ თავს რომ
მოეღწია, იოანე საბანისძე ამითაც საპატიო ადგილს დაიმკვიდრებდა ჩვენს სამშობლოში.
გამოყენებული
ლიტერატურა
ქართული ენა და ლიტერატურა. ძველი ქართული ლიტერატურა.
ტომი მესამე. გამოცდების ეროვნული ცენტრი. თბილისი 2009.
1)
რევაზ სირაძე. ქართული აგიოგრაფია. იოანე საბანისძე
„წმინდა აბო თბილელის წამება“. გვ 126-138
3) ვახტანგ როდონაია. „ მხნედ მიითვლიდა მახვილსა“.
გვ 123-125
4) ნინო ნაკუდაშვილი. იოანე საბანისძის „აბოს წამება“
(ნაწყვეტები). გვ 109-114.
Комментариев нет:
Отправить комментарий