კონფერენციის წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება:
კონფერენცია: „პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრი
ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, მასწავლებლის სახლი.
ხანგრძლივობა: 21-22 ივნისი, 2013 წელი 10 სთ.
მიზანი და ამოცანა
კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის
განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა პროექტი, რომლის დროსაც ვითარდება
კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება
აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა დამაჯერებელი
პასუხი მიიღონ შეკითხვებზე: რატომ გვასწავლით ამა თუ იმ საკითხს? რაში გამომადგება
ეს ცოდნა? მასწავლებელს სასწავლო პროექტში მოსწავლეების ჩართვა დაეხმარება. დაგეგმილი
აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, გათვალისწინებულია
როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ინტერესები, ბავშვები ხედავენ პრობლემას და თავად ეძებენ მათი გადაჭრის გზებს, თვალნათლივ ხედავენ
და იღებენ ხშირად მათთვის გამოსაყენებელ პროდუქტს.
რეზიუმე
კონფერენცია
„პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“ მიზნად ისახავდა პროექტების პრეზენტაციებს
სქემაში ჩართული მასწავლებლების მონაწილეობით და მსმენელებად დასწრებით. თავიდანვე
ჩამოწალიბდა პროექტის ხედვა, კერძოდ, ამ მოდულის შექმნით რა უნდა მასწავლებელს, რა
პროდუქტის შექმნა უნდა. მსჯელობისას ყურადღება ექცეოდა 21-ე საუკუნის უნარებს (მაღალი
სააზროვნო უნარები), იმას, თუ რა იყო პროექტგაკვეტილის
დადებითი მხარე. პროექტით სწავლება ხელს უწყობს სწავლების ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებას,
მოსწავლეებს სიახლის შეგრძნება უჩნდებათ.
გამოიკვეთა
პროექტის განხორციელების ეტაპები, პროექტის აქტუალობა – ა) მოსწავლეებში კრიტიკული
აზროვნებისა და კვლევის უნარის განვითარება და ბ) მაღალი სააზროვნო უნარები (21–ე
საუკუნის უნარები).
თითქმის
ყველა წარმოდგენილ პროექტს ჰქონდა ძირითადი მიზანი – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
სტანდარტების შესაბამისი შედეგების მიღწევა. გათვლილი იყო საგნობრივი სტანდარტები
– შედეგები და ინდიკატორები, რომელთა მიღწევასაც ისაავს მიზნად პროექტი.
პირველ
დღეს პროგრამის კოორდინატორ კახა ჟღენტის შესავალი საუბრის შემდეგ მოეწყო ამ დღისთვის
დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციები.
პროექტები სხვადასხვა
კლასებში, სხვადასხვა საგნებში განხორციელდა, მოეწყო სლაიდშოუები.
კონფერენციის
II დღე დაიწყო კორპორაცია „ინტერის“ პროგრამის წარდგენით (კახა ჟღენტი). პროგრამა უაღრესად
აქტუალური და საინტერესო იყო. ნათელი გახდა, რომ სწავლა 21–ე საუკუნეში პროექტებსა
და კვლევებზეა დაფუძნებული.
კოორდინატორმა
ამომწურავი პასუხი გასცა მასწავლებელთა კითხვებს. ამის შემდეგ წარმოდგენილი იყო მასწავლებლის
პრეზენტაცია რომეოსა და ჯულიეტაზე. მოცემული იყო სასწ. პროექტის შინაარსი, დაისვა მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი კითხვა: არსებობს თუ არა ბედისწერა და მეთოდური
კითხვა: რატომ არის „რომეო და ჯულიეტა“ კლასიკა, მოხდა კლასიკურ და თანამედროვე
ლიტერატურაში მსგავსების აღმოჩენა.
წარმოვადგენ რამდენიმე პროექტს და მათ
ხელმძღვანელებს:
1) „შეეძლო თუ არა
არქიმედეს დედამიწის აწევა?“ – იდეა მასწავლებლის. ნონა გორგაძე. ფიზიკა–მათემატიკის
მასწავლებელი. პროექტზე მომუშავე ჯგუფი – VIII კლასი. განვითარდა მაღალი სააზროვნო
უნარები:ანალიზი, შეფასება, პრობლემის გადაჭრა.
2) „ვილაპარაკოთ
ქართულად“ – ავტორი ნატო კუკულია, კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი. გათვალისწინებული იყო ესგ–ს მიმართულებები.
3) „პროექტზე დაფუძნებული
სწავლება სკოლაში“ – თამარ კასრაძე. მცხეთა. ციხისძირი. /ინგლისური ენის მასწავლებელი/.
აღნიშნა, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეთა გააქტიურების, მოტივაციის,
სასწავლო შედეგების ამაღლების საშუალებაა. ჩატარდა გამოკითხვა. გამოყენებული იყო დიაგრამა
კითხვებზე პასუხისთვის: რა მიგაჩნიათ პროექტის დადებით მხარედ? რა მოგცათ პროექტგაკვეთილმა?
4) „სადაურსა სად
წაიყვან ... „ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ავტორი ფაქიზო ფანჩულიძე. პროექტი ეხებოდა
დავით გურამიშვილსა და სულხან – საბა ორბელიანს. გამოიკვეთა მათი წასვლის მიზეზი და
მიზანი. პარალელი გავლებული იყო თანამედროვე ემიგრანტ ქართველებთან.
5) ნანა შემგელიამ
თავის პროექტი მიუძღვნა დედის დღეს. ზეიმის მოწყობისას მასწავლებელი პრობლემის წინაშე
აღმოჩნდა – ჰყავდა 6 ობოლი ბავშვი, გაითვალისწინა თუ არა ეს ფაქტი – ნათლად გამოჩნდა.
6) თინეიჯერების
პრობლემას ეძღვნებოდა პროექტი – „გთხოვთ, გამიგოთ“. ინგა ოდიშარია. მარტვილის #2 საჯარო
სკოლა. პრობლემა – გარდატეხის ასაკი და მისი სირთულეები. მიზანი – ამ სირთულეების გამოყოფა
და მათი გადაჭრის სავარაუდო გზების ძიება.
7) „რიცხვებით მოცემული
სამყარო“ – მათემატიკა. ლელა ბედოშვილი. გორი.
8) პროექტი „ დარისპანის
გასაწირი“ – ძველი და გათანამედროვებული ვერსიის ინსცენირება. თბილისის # სკოლის მასწავლებელი.
9) თბილისის
#16 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნონა შედიამ VI კლასთან
გაკეთებული პროექტი: „წიგნო, არ დაიკარგები“ წარმოადგინა „ქართულო მიწავ, დასაფიცარო,
სად არ წასულან შენი შვილები?!“ – ასე გაჟღერდა პროექტის იდეა.
10) საქართველოს
სასწავლო ცენტრის ჯი–ელ–სი–ს პედაგოგმა /დაწყებითი კლასების მასწავლებელი/ წარმოადგინა
პროექტი „იმოგზაურე მათემატიკის სამყაროში“.
11) ჩემი განსაკუთრებული
ყურადღება მიიპყრო პროექტმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში: „ჩვენი ენა ქართული“. ავტორი
– მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაიდარის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნონა არჩვაძე.
მინდა აღვნიღშო, რომ ამ სახელწოდებით მეც განვახორციელე პროექტი (საკმაოდ ხანგრძლივი
და მრავალმხრივი) VIII კლასთან. რა თქმა უნდა, ჩემი პროექტი სხვა მიმართულებით წავიდა
და პროდუქტი ალბომია, ხოლო ქალბატონ ნონას პროექტი აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის ქართული
ენის სწავლებას ეხებოდა.
12) პროექტი: „გვჭირდება
თუ არა დღეს კარცერლუქსი“ განსაკუთრებით საინტერესო იყო. პრობლემა ის არის რომ ბავშვებს
უჭირთ დღეს თხზულებაზე მუშაობა, ვერ აკეთებენ ანალიტიკურ კომენტარს, აკლიათ ლექსიკური
მარაგი, მოიკოჭლებენ მართლწერაში.
მრავალმხრივი მუშაობა
იყო ჩატარებული. კერძოდ:
ა) კითხვა–პასუხი
მწერლებსა და ნაწარმოებებზე
ბ) სურათების მიხედვით
მწერლების ამოცნობა
გ) ვის ეკუთვნის
ესა თუ ის ბრძნული გამონათქვამი
დ) გავემიჯნოთ თუ
არა კომპიუტერს მთლიანად?
ბავშვებმა გააკეთეს
დასკვნა: წიგნში წაკითხული ფურცლების შრიალი სხვაა.
მე, როგორც ქართულის მასწავლებელს, მომეწონა
პროექტი „შუშანიკის ნაკვალევზე“.
მინდა აღვნიშნო, რომ ყოველი პროექტი გულისხმობდა
ახლის ძიებას, შეიცავდა კვლევას.
კონფერენციაზე ვისაუბრეთ შეფასებასთან
დაკავშირებით. მე, როგორც მსმენელი, კმაყოფილი დავრჩი და ამ კონფერენციაზე დასწრებამ
ჩემთვის ბევრი რამ გახადა ნათელი. მრავალფეროვანმა პროექტებმა ჩემში აღძრა სურვილი
და დავრწმუნდი, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება კრეატიულობის გამოვლენა და აზროვნების
საშუალებაა.
ჩემს ცოდნას და გამოცდილებას, რაც მომცა
კონფერენციაზე დასწრებამ, გავუზიარებ კოლეგებს, შეძენილ ცოდნასა და ახალ უნარებს გამოვიყენებ
პედაგოგიურ პრაქტიკაში.
25.06.2013 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий